მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 13:2

1. Now there were in the church that was at Antioch certain prophets and teachers; as Barnabas, and Simeon that was called Niger, and Lucius of Cyrene, and Manaen, which had been brought up with Herod the tetrarch, and Saul.2. As they ministered to the Lord, and fasted, the Holy Ghost said, Separate me Barnabas and Saul for the work whereunto I have called them.3. And when they had fasted and prayed, and laid their hands on them, they sent them away.
Acts თავი 13
2. As they ministered to the Lord, and fasted, the Holy Ghost said, Separate me Barnabas and Saul for the work whereunto I have called them.
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ (13,2).:

თარგმანი: იხილე, რამეთუ მაშინ ღირს იქნების კაცი გამოცხადებასა საღმრთოსა, რაჟამს მარხვით და ლოცვით იყოფებოდის, ვითარ-ესე აწ მოწაფენი მოსწრაფე რაჲ იყვნეს ქმნად მათდა რწმუნებულისა მის მსახურებისა ქადაგებისა ქრისტესისა, და იმარხვიდეს. მაშინ სულმან წმიდამან პირითა მათ შორის მყოფთა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა უბრძანა მათ, ვითარცა ღმერთმან, თანა-სწორმან მამისა და ძისამან, რაჲთა გამოურჩინენ მას და ჴელთ-დასხმით განუჩინნენ ბარნაბა და სავლე საქმედ ქადაგებისა, ვინაჲცა მან თავადმან წარავლინნეს იგინი წოდებითა ზეგარდამოჲთა.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის არჩევანი და მოძღვრის კეთილი ბრძოლა:

...წინასწარმეტყველება მხოლოდ მომავალის თქმას კი არ ნიშნავს, არამედ აწმყოსასაც; საულიც წინასწარმეტყველებით გამოჩნდა, როცა ბარგს შორის იყო დამალული, რადგან ღმერთი მართალთ უცხადებს. წინასწარმეტყველება იყო ის თქმაც: „გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე“ (). ასევე აირჩიეს ტიმოთეც. აქ კი იგი მრავალ წინასწარმეტყველებას გულისხმობს: შესაძლოა, იმასაც, რომლითაც იგი მიიღო, როცა წინადაცვითა, და იმასაც, როცა ხელი დაასხა, როგორც თავადაც წერს: „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი“ (). ამგვარად, როცა მას გამოაფხიზლებს, ფხიზლად ყოფნისა და მღვიძარებისათვის განამზადებს, ახსენებს ღმერთს, რომელმაც აირჩია და ხელი დაასხა; თითქოს ეუბნებოდეს: ღმერთმა აგირჩია, მანვე მოგანდო ეს საქმე; ადამიანური კენჭისყრით არ დამდგარხარ; ნუ შეურაცხყოფ და ნუ შეარცხვენ ღვთის არჩევანს.

შემდეგ, რადგან „მცნება“ თქვა და ეს უფრო მძიმე ჟღერდა,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულობის ბრძანება და ქრისტეს სასოება:

...ეფიქრა, თითქოს მასაც და მოწაფეებსაც თანასწორად ესაუბრებოდა, ამიტომ ასე დაიწყო.

და სად უბრძანა პავლეს ღმერთმა? მოციქულთა საქმეებში ვპოულობთ, რომ სულიწმინდა ამბობს: „გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე" (). ყველგანაც, როცა წერს, მოციქულის წოდებას ურთავს, რათა მსმენელს ასწავლოს, ნათქვამი ადამიანურ სიტყვებად არ მიიჩნიოს; რამეთუ მოციქული თავისას არაფერს იტყოდა. როცა „მოციქულს“ ამბობს, მსმენელის გონებას მაშინვე მომავლინებლისკენ მიმართავს. ამიტომ ყველა ეპისტოლის თავში ამას აყენებს, სიტყვას სანდოს ხდის და ასე ამბობს: „პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა" ().

თუმცა არსად ჩანს, რომ მამამ უბრძანა; ყველგან ქრისტე ესაუბრება მას. რას ამბობს? „წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ" (); და კვლავ: **„კეისრისა ჯ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...თუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო შესაწირავი იგი. ხოლო ვინაჲთგან ცოდვაჲ დაიჴსნა და იგინი განვიდოდეს განსაცდელთა მიმართ, მაშინ ჯერ-იყო განმაძლიერებელისა მის მოსლვაჲ. რაჲსათჳს უკუე არა მეყსეულად შემდგომად აღდგომისა მოვიდა სული წმიდაჲ? ამისთჳს, რაჲთა ფრიადითა სურვილითა მისითა აღეტყინნენ, და მერმე მოვიდეს უმეტესითა მადლითა. რამეთუ ვიდრემდის ქრისტე მათ თანა იყო, არა იყვნეს მწუხარებასა შინა; ვინაჲთგან უკუე წარვიდა და იგინი შეშინებულ იქმნნეს...

სრულად ნახვა