მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 20:31

30. Also of your own selves shall men arise, speaking perverse things, to draw away disciples after them.31. Therefore watch, and remember, that by the space of three years I ceased not to warn every one night and day with tears.32. And now, brethren, I commend you to God, and to the word of his grace, which is able to build you up, and to give you an inheritance among all them which are sanctified.
Acts თავი 20
31. Therefore watch, and remember, that by the space of three years I ceased not to warn every one night and day with tears.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა (20,31).:

თარგმანი: იხილე განგრძობილებაჲ პავლეს ეფესელთა მიმართ სწავლისაჲ, რამეთუ სამ წელ იყო, და დაუცადებელობაჲ, რამეთუ დღე და ღამე, და ყოველთა მიმართობაჲ, რამეთუ არა ხოლო საეროდ ყოველთა, არამედ თჳსაგანცა კაცად-კაცადსა ასწავებდა არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ ცრემლთა დათხევითა. ამიერ სახე გამიგე, ჵ მოძღუარო, და რაჟამს ხედვიდე ულმობელობასა მოწაფეთასა, შენ მათ წილ ცრემლოოდე მათ ზედა, ნუუკუე და ლმობიერებითა შენითა იგინიცა მოსდრიკნე ლმობიერებად და შენანებად ბრალთა თჳსთა.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...რული შეუძლებელია. პავლეს ტოლი არავინ იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელ დროს ჭირში ატარებდა — ცრემლებში, კვნესაში, ღამითა და დღით. რადგან ამბობს: „სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა" (); და კვლავ: „რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ" (). დღეს კი არ ხარობდა და ხვალ იტანჯებოდა, არამედ ყოველდღე არ წყვეტდა ტკივილის განცდას; მაშ როგორ ამბობს: „უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ" ()? არ უთქვამს, რომ ისინი განსვენებას იღებენ, არამედ: „წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ" (); ეს წარმატება უარესისკენ არის.

არ უთქვამს, თითქოს კეთილდღეობაში იქნებიან. თუ ისჯებიან კიდეც, ამისთვის ისჯებიან, რომ ცოდვები დაუსჯელი არ გეგონოს. რადგან გეჰენა ვერ გვაკავებს ბ...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...რადგან დიდია სიყვარულის ძალა.

გსურს კვლავ იხილო იგი, როგორ ტირის? მოისმინე, როგორ ამბობს იგი სხვაგან: „ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა." () დიდი სიყვარულის გამო ეშინოდა, რომ რაიმე ხრწნილება არ შემოპარულიყო. და კვლავ: „რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ." () ხოლო იოსები, მითხარი, ის მტკიცე კაცი, რომელმაც ასეთ ძალმომრეობას წინ აღუდგა, ასეთი ვნების ცეცხლის წინაშე ასე კეთილშობილად გამოჩნდა და ქალბატონის ესოდენი სიბორგილე ასე დაამარცხა და მიწასთან გაასწორა? მაშინ რა აღარ ხიბლავდა? მშვენიერი სახე, პატივის ამპარტავნება, სამოსელთა ფუფუნება, ნელსაცხებელთა კეთილსურნელება, რადგან ამათაც იცი...

სრულად ნახვა