მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 4:34

33. And with great power gave the apostles witness of the resurrection of the Lord Jesus: and great grace was upon them all.34. Neither was there any among them that lacked: for as many as were possessors of lands or houses sold them, and brought the prices of the things that were sold,35. And laid them down at the apostles' feet: and distribution was made unto every man according as he had need.
Acts თავი 4
34. Neither was there any among them that lacked: for as many as were possessors of lands or houses sold them, and brought the prices of the things that were sold,
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს, და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა (4,33-35).:

თარგმანი: სასწაულთა მიერ და კურნებათა ცხად ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა ქრისტეს აღდგომისასა, ხოლო მოწაფენი მოციქულთანი ამის მიერ მადლთა დიდთა ღირს იქმნებოდეს, რამეთუ არავინ იყო მათ შორის ნაკლულევან, არამედ მდიდართა აღავსეს ნაკლულევანებაჲ გლახაკთაჲ, და ურთიერთას სიყუარულითა ყოველთა შორის საცნაურ ყვეს მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ არცაღა ჴელთა მიცემად იკადრებდეს, არამედ ფერჴთა თანა მოციქულთასა დასდებდეს საფასესა თჳსთა სახლთა და აგარაკთასა, რაჲთა ვითარცა სულნი, ეგრეთვე ჴორცნი და სიმდიდრენი თჳსნი მათდა განსაგებელ ყვნენ და არა თჳთ განუყოფდეს, რაჲთა არა მათ ზუაობაჲ და უღონოთა განსაყოფელისათა სირცხჳლი შეემატოს, არამედ ვითარცა ზოგადსა საუნჯესა შინა შეჰკრებდეს, და მიერ ყოველნი სწორად მიიღებდეს, რაჲთა არღარა ჩნდეს მდიდარი და გლახაკი, არამედ ყოველნი სწორ, და რაჲთა ერთბამად სხუათა ჴელისაგან გამოიზარდებოდინ, ვითარცა ძმანი ქრისტეს მიერ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...მეთა ოდენ ზრუნვად. არა თუ ვერ ეძლო მოციქულთაცა ქონებად დაბნებისა და აგარკებისა, გარნა არა ჯერ-იჩინეს, არამედ წერილ არს „საქმესა მოციქულთასა“, ვითარმედ: „რომელნი პოვნიერ იყვნეს სანახებისანი გინა დაბნებისანი, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი მათი, რომელთა-იგი განყიდიან, და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“. ხოლო აწ მამათა ჩუენთა იხილეს ამის ნა-თესავისა ულმობელობაჲ და ანგაჰრებაჲ და შეშინდეს, ნუუკუე სიყმილითა მოსწყდენ კრებულნი ესე ობოლთა და ქურივთა და ქალწულთანი; ამის-თჳს უნებლიეთ თავს-იდვეს ამათ მონაგებთა ეკლესიათასა მოგებად. არა უნდა თავთა თჳსთა ამას უშუერსა უცალოებასა მიცემად, არამედ ენება, რაჲთამცა თქუენმიერნი ქველისსაქმენი იყვნეს საუნჯე და შემოსავალ მა-თა, და იგინიმცა განკრძალულ იყვნეს ლოცვასა და მოძღურებასა ერისასა, ხოლო აწ თქუენი ანგაჰრებაჲ მიზეზ ექმნა მღდელთმოძღუართა მიბაძვად ცხორებასა ერისკაცთასა. ამისთჳსცა ყოველივე ზე და ქუე იქმნა. რამე-თუ ოდეს-ესე ჩუენცა ჴორციელთა ზრუნვათა შექცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვე...

სრულად ნახვა