მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 2:15

14. Blotting out the handwriting of ordinances that was against us, which was contrary to us, and took it out of the way, nailing it to his cross;15. And having spoiled principalities and powers, he made a shew of them openly, triumphing over them in it.16. Let no man therefore judge you in meat, or in drink, or in respect of an holyday, or of the new moon, or of the sabbath days:
Colossians თავი 2
15. And having spoiled principalities and powers, he made a shew of them openly, triumphing over them in it.
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:

თარგმანი: მთავრობად და ჴელმწიფებად აწინდელსა ამას ადგილსა საეშმაკოთა მათ უწოდს ძალთა ბელიარისთა, რომელნი-იგი შეემოსნეს ბუნებასა კაცობრივსა, რამეთუ რომელიცა საქმეთა საეშმაკოთა მოქმედებდეს, მას ნებსით შეუმოსია6 თავისა თჳსისადა მთავრობანი და ჴელმწიფებანი მათნი; ამისთჳს კაცთა ბუნებასა, მიერ გარდასლვითგან ადამისით ყოველნი იგი ბრალთა განმრავლებანი, ვითარცა მარწუხნი, შეემოსნეს, და მიერ შეპყრობილ იყო მუშაკთაგან. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვიდრე ჯუარად აღსლვადმდე შეიტყუვა ყოვლადბოროტი იგი, რამეთუ ჴორცნი ცოდვისანი ემოსნეს მას, რომელმან-იგი არასადა ქმნა ცოდვაჲ, და ამით შეცთომილ იყო მტერი, რამეთუ ენება მისიცა ჴელთ-გდებაჲ, ვითარცა კაცისაჲ, ჴორცთა მათთჳს, და მის მიერ, რომელნი აქუნდეს, იგინიცა წარწყმიდნა, რამეთუ სასწაულთა რაჲ ხედვიდის, ძრწოდის მისგან, და კუალად უძლურებისათჳს და მოშიშებისა ჴორცთა მისთაჲსა შეჰკადრის მას ჴელთ-გდებად, ვითარცა ლიტონსა კაცსა, ვინაჲცა პირველ ვნებისა გამოცდით და იჭჳთ ჰრქჳს, ვითარმედ: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (), და "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, ქმენ და თქჳ ესე და ესე...

სრულად ნახვა
კოლასელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).:

თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.

პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.

კოლასელთა მიმართ თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).:

თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.

პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

...ე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“. და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“. რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამეთუ ესრეთ შეიყუარნა მან კაცნი, ვიდრეღა მონათათჳს ძე მოსცა, და მონათა უმადლო-თათჳს, რომელ-ესე მოყუარისათჳსცა არავინ იქმს.

ეჰა საკჳრველი! ვითარ უკუდავმან მან დაუსაბამომან მიწისა...

სრულად ნახვა