მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 3:10

9. And to make all men see what is the fellowship of the mystery, which from the beginning of the world hath been hid in God, who created all things by Jesus Christ:10. To the intent that now unto the principalities and powers in heavenly places might be known by the church the manifold wisdom of God,11. According to the eternal purpose which he purposed in Christ Jesus our Lord:
Ephesians თავი 3
10. To the intent that now unto the principalities and powers in heavenly places might be known by the church the manifold wisdom of God,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ, გულსმოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელი-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (3,10-11).:

თარგმანი: ესე უწყოდეს, ვითარმედ იყოს ნაწილად უფლისა ერი იაკობისგანი, და ვითარმედ მან აცხოვნოს ერი თჳსი ისრაჱლი; ესე წინაჲთვე ანგელოზმან ჰრქუა ქალწულსა. ხოლო ესე უცნაურ იყო, ვითარმედ ჰურიათა წილ წარმართნი მოიწოდებიან. ამისთჳს, რაჲ-იგი პირველ არა უწყოდეს, ამას აწ ისწავებენ ეკლესიისაგან, რამეთუ ხედვენ მას შინა დღითი-დღე შეძინებასა მრავალთესლთა წარმართთასა, რომელთა-იგი მოიყვანებს ღმერთი მოქცევად და სინანულად მრავალფერითა მით სიბრძნითა თჳსითა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინადადებისაებრ საუკუნეთაჲსა; ესე იგი არს, ვითარმედ წინა საუკუნეთა განსაზღვრებულ იყო ესე მის შორის. ხოლო აღსასრულსა ჟამთასა აღასრულა ქრისტეს მიერ. ჳკუმენისი: პირველ განკაცებისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მარტივად გულისჴმა-იყოფებოდა ზეცისა ძალთაგან სიბრძნე ღმრთისაჲ, მხოლოდ ძლიერებით ოდენ წარმმართებელად და მოქმედად ყოვლისა; რამეთუ რომელმან-იგი მხოლოდ ნებებით ოდენ არს ყვნა არაარსნი, მხოლოდ ძლიერებით ოდენ იპყრობდა დაბადებულთა, და არარაჲ იხილვებოდა მის შორის მრავალფერობაჲ, არამედ ვითარცა მარტივ არს ბუნებაჲ მისი, ეგრეთ იხილვებოდა, და ვითარ იხილვებოდა, ეგრეთცა იყო. ხოლო...

სრულად ნახვა
ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან (3,10).:

თარგმანი: რამეთუ არცა ზეცისა ძალთა საიდუმლოჲ იგი, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა, რომელი იქმნა ეკლესიასა ზედა, ისწავეს მათ მიუთხრობელი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ, ხოლო გულსმოდგინებად (3,11). საუკუნეთა იტყჳს, ვითარ პირველ საუკუნეთა განგებულ იყო საქმჱ ესე ღმრთისა მიერ და აწ აღესრულა იგი ქრისტეს მიერ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ათა და სიღრმეთა მათგან საღმრთოთა საიდუმლოთა, რომელი ანგელოზთაცა არა იცოდეს ამისა პირველ, რამეთუ მათცა ჩუენ თანავე ცნეს სიტყუათა მიერ იოვანესთა ესე საიდუმლონი.

და ამას მოასწავებს მოციქული პავლე, რომელი იტყჳს: „რაჲთა საცნაურ იქმნას აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ეკლესიისა მიერ მრავალსახე იგი ღმრთისა სიბრძნე“. უკუეთუ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ქერობინთა და სერაბინთა ეკლესიისა მიერ ცნეს ესე ყოველი, საცნაურ არს, ვითარმედ იგინიცა სამე ფრიადითა მოსწრაფებითა ისმენენ ჴმასა იოვანესსა. რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი მოგუეცა, რომელ ჩუენ თანა ცნეს ანგელოზთა, რაჲ-იგი არა იცოდეს. ხოლო რომელ არა ჩუენ თანა ოდენ, არამედ ჩუენ მიერცა, ამისთჳს რაჲღა ვთქუა, რომელნი ესევითარნი ვიყვენით, რომელ არა ჯერ-არს აწ თქუმად, თუ ვინ ვიყვენით, ანუ ვითარნი, და ესევითარსა პატივსა მივიწიენით. ამისთჳს უკუე მივყოთ ყოველთა სასმენელი ჩუენი დუმილით ნუ დღეს ოდენ, არამედ ყოვლადვე, რამეთუ ყოვლადვე კეთილ არს ამათ სიტყუათა სმენად. რამეთუ უკუეთუ მეფისა სიტყუათა მარადის სურვიელ ვართ სმენად, თუ რაჲ თქუა, ანუ რაჲ ქმნა, ანუ რასა განიზრახავს, რომელთაგან არარა სარგებელ არიან ჩუენდა, არა უფროჲსად ვისწრაფოთა სმენად სიტყუათა მათ, რომელთა ღმერთი იტყჳს, საწადელთა მათ და სასურველთა და ჩუ...

სრულად ნახვა