მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 4:8

7. But unto every one of us is given grace according to the measure of the gift of Christ.8. Wherefore he saith, When he ascended up on high, he led captivity captive, and gave gifts unto men.9. (Now that he ascended, what is it but that he also descended first into the lower parts of the earth?
Ephesians თავი 4
8. Wherefore he saith, When he ascended up on high, he led captivity captive, and gave gifts unto men.
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისათჳს იტყჳს: "აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუჱ, და მისცა იგი ნიჭად კაცთა" (4,8).:

თარგმანი: აჰა ესერა, ფსალმუნისაგან სამეოც და მეშჳდისა შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, რამეთუ სიმაღლესა ჯუარისასა აღსლვითა წარმომტყუენნა ჩუენ ტყუე-ქმნულნი ეშმაკისაგან, არა რაჲთა კუალად დამიმონნეს, არამედ რაჲთა მონებისაგან განმათავისუფლნეს და მიიღოს ჩუენგან სარწმუნოებაჲ, და ნაცვალად მისსა მომცეს ჩუენ მადლი პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებისაჲ. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა ნიჭები კაცთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს: „აღჴდა მაღალსა, წამოტყუენა ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“. ; სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მას ზედა სიკუდილისასა.

ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთაჲ შეკრული ჴელითა და ფერჴით მდებარე იყო; და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ მეყსა შინა იქმნა დიდი იგი საკჳრველი, რომელ სიკუდილითა სიკუდილი შეიმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ცოდვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...თა, და შემოვიდა შორის მშჳდობაჲ იგი, რომლისა ხილვად მრავლით ჟამითგან სურვიელ იყვნეს ანგელოზნი და ყოველნი წმიდანი. მუნ იხილოთ აღმართებული შუენიერი იგი და დიდებული საჭურველი ჯუარისაჲ, მუნ იხილოთ „ტყუე იგი, რომელი წარმოტყუენა ქრისტემან, აღჴდა რაჲ მაღალსა“, ; ვითარცა წერილ არს, დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ, რომელი გამოუღო ჴელთა მთავარსა მას ბნელისასა, სოფლისმპყრობელსა მას უკეთურებისასა.

ესე ყოველი წმიდისა მის სახარებისაგან ისწაოთ უცთომელად. უკუეთუ გულსმოდგინედ და წადიერებით გულისჴმა-ჰყოთ, უკუეთუ შემომიდგეთ უცონელად, ზედამიგაწინე ყოველსავე და გიჩუენო, სადა-იგი ძეს სიკუდილი ძარღუშეჭრილი და თავწარკუეთილი, სადა-იგი ჰკიდავს ცოდვაჲ ძელსა აბმული, სადა ძეს იავარი იგი და ნატყუენავი ესევითარისა მის ბრძოლისაჲ; გიჩუენო მძლავრი იგი ბოროტი, შეკრული და შებორკილებული, ზღუდენი ქალაქისა მისისანი დარღუეულნი, სადა-იგი მეუფებდა, სადა-იგი შეეწყუდინეს სულნი წარმართთანი. იხილნეთ ჴურელნი იგი და ქუაბნი ავაზაკთმთავრისანი, შელეწილნი და გამოკრეხილნი. მუნცა მიიწია მეუფჱ და ყოველივე იავარ-ყო. არამედ ნუ შრომა გიჩნს და საწყინო თხრობაჲ ესე, რამეთუ უკუეთუმცა ვინ ჰამბავსა გითხრობდა ჴორციელისა ჰომისასა და განწყობისა და...

სრულად ნახვა