მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Exodus 3:6

5. And he said, Draw not nigh hither: put off thy shoes from off thy feet, for the place whereon thou standest is holy ground.6. Moreover he said, I am the God of thy father, the God of Abraham, the God of Isaac, and the God of Jacob. And Moses hid his face; for he was afraid to look upon God.7. And the LORD said, I have surely seen the affliction of my people which are in Egypt, and have heard their cry by reason of their taskmasters; for I know their sorrows;
Exodus თავი 3
6. Moreover he said, I am the God of thy father, the God of Abraham, the God of Isaac, and the God of Jacob. And Moses hid his face; for he was afraid to look upon God.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

...ართლის დედაც, სარა; და არა მხოლოდ მისი დედა, არამედ რძალიც — ვგულისხმობ რაქელს, იაკობის ცოლს. რას ნიშნავს უნაყოფოთა ეს თავშეყრა? ყველანი მართალნი არიან, ყველანი სათნონი, ყველას მიუღიათ ღვთისგან თავიანთი სიმართლის მოწმობა. მათზე ხომ ამბობდა ღმერთი: „მე ვარ... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). და ნეტარი პავლეც ამბობს: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად" (). ახალ აღთქმაში ბევრჯერ შეიქნენ ქებულნი, ძველ აღთქმაშიც ბევრჯერ განდიდებულნი. ყველა მხრივ სახელგანთქმულნი და ცნობილნი არიან; მიუხედავად ამისა, ყველას ჰყავდა უნაყოფო ცოლები და დიდხანს იყვნენ უშვილოდ.

2. უნაყოფობა — ქალწულისგან შობის წინასახე

ამრიგად, როცა ხედავ ქმარ-ცოლს, სათნოებით მცხოვრებთ, მაგრამ უშვილოთ; როცა ხედავ, რომ ღვთისმოშიშნი არიან და ღვთისმოსაობით ცხოვრობენ, მაგრამ შვილები არ ჰყავთ, ნუ ფიქრობ, რომ ეს ცოდვათა შედეგია. ღვთის განგებულების მრავალი განზრახვა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ყველაფრისთვის ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, ხოლო უბედურნი მხოლოდ ისინი უნდა მივიჩნიოთ, ვინც მანკიერ ცხოვრებას ეწევა, და არა ისინი, ვინც შვილები ვერ შეიძინა. ღმერთი ხშირად ბევრ რამეს ჩვენდა სასარგებ...

სრულად ნახვა
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

...ის ღმერთად მოიხსენიებს და ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო" — შენ, რომელმაც მას ესოდენი ქველმოქმედება უყავი. რატომ გიკვირს, რომ მონა მას აბრაჰამის ღმერთს უწოდებს? თავად ღმერთიც, მართალთა სათნოების ფასს ჩვენებს რა, ამბობს: „მე ვარ ღმერთი... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). მაშ, მონა ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). თითქოს ასე ამბობდა: ყავ ისე, რომ მისი სურვილები აღსრულდეს, ყველაფერი მისი განზრახვის მიხედვით წარიმართე; „ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა". რას ნიშნავს: „ყავ წყალობაჲ"? ნიშნავს — აღასრულე მისი სურვილი. შემდეგ ამბობს: „აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" ()...

სრულად ნახვა
თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი (4,4).:

...არცა ეგრეთ ეპოების ადგილი რაჲმე ძჳრისსიტყჳსაჲ მტერთა ჭეშმარიტებისათა, რაჟამს ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ: "ღმერთმან ამის სოფლისამან", რამეთუ, ვითარ-იგი გესმოდის რაჲ "ღმერთი ცათაჲ", არა ხოლო ცათა, არამედ ცათა და ქუეყანისა და ყოველთა დაბადებულთა ღმრთად გიცნობიეს იგი. და კუალად, "ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი" () რაჲ ითქუას, ზოგად ყოველთა კაცთა ღმერთ არს და არა მათდა ოდენ. ეგრეთვე "ღმერთი ამის საუკუნოჲსაჲ" იგივე არს ღმერთ მერმისაცა საუკუნოჲსა. ხოლო დაბრმობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიშუებასა მისსა მისდა — საქმედ სახელ-ედების, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა თქუმულ არს: "მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა" (), რამეთუ ვინაჲთგან იძულებით არავის მოიყვანებს, არამედ ყოველთავე ნებსით ეძიებს, ამისთჳსცა, რომელთა არა უნდეს მოსლვაჲ გინა ხედვაჲ მისი, მათ მიუშუებს ქმნად თჳთმფლობელობით, და მიშუებასა მას და დატევებასა მისსა უნებლიეთ შეუდგს სიბრმე და წარწყმედაჲ, რამეთუ ყოველი ნათლისაგან დაკლებული ბნელ არს. ხოლო ვინაჲთგან უიძულებელ არიან მადლნი და ჩინებანი მისნი, ამისთჳს არა-მნებებელთა მათ მისთა და არა-მრწმუნებელთა მიშუებაჲ და დატევებაჲ მის მიერად დაბრმობად ითქუმის, დაკლებითა და განყოფითა მისგან.

მოცი...

სრულად ნახვა