მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Job 1:2

1. There was a man in the land of Uz, whose name was Job; and that man was perfect and upright, and one that feared God, and eschewed evil.2. And there were born unto him seven sons and three daughters.3. His substance also was seven thousand sheep, and three thousand camels, and five hundred yoke of oxen, and five hundred she asses, and a very great household; so that this man was the greatest of all the men of the east.
Job თავი 1
2. And there were born unto him seven sons and three daughters.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად:

...ველივე წარწყმიდა, შეშფოთნა ანუ იდრტჳნა, არამედ თაყუანის-სცა უფალსა და მადლობაჲ შეწირა. და რად ვიტყჳ საფასეთა და მონაგებთა? შვილთა მათღა საყუარელთაჲ ერთბამად მოწყუედაჲ ესმა, აღმოთქუა სანატრელი იგი სიტყუაჲ: „უფალმან მომცა, უფალმან მომიღო; ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე“. არამედ შვილთათჳს წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაჲ აჩუენა, რამეთუ „დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა და დამხედ თაყუანი-სცა უფალსა“ და მადლობაჲ იგი შეწირა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ გულქვაჲ ვინმე იყო. რამეთუ ფრიადცა გულჩჩჳლი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყუარე, გარნა უზომოჲ ანუ უწესოჲ არარაჲ ინება ქმნად. ხოლო საცხოვართათჳს და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინნა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც, საყუარელნო, ყოფად, რაჲთა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისსა ახარებდეს, გუაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნი საწუთროსავე ამას ცხორებასა თანა დაჴსნად და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნედ ჩუენდა და შეურაცხად. უკუეთუ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-გეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“ (6,24).:

...მდიდრისა ფრიადისასა?“ ამისთჳსცა არცა წარსლვასა ზედა მათსა შეწუხნა, არამედ ადვილად და სიხარულით და მადლობით შეიწყნარა, ამისთჳსცა დიდებული იგი სიტყუაჲ აღმოთქუა: „უფალმან მომცა, უფალმან მომიღო. ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე!“

გარნა აწინდელნი მდიდარნი არა ესრეთ არიან, არამედ ყოვლისავე მონებისა და ყოვლისა ტყუეობისა უძჳრესად არიან და ვითარცა მძლავრსა ვისმე მძჳნვარესა და ბოროტსა ხარკსა და ძღუენსა მისცემენ დაუცხრომელად. რამეთუ ტრფიალებაჲ იგი საფასეთაჲ, ვითარცა ქალაქსა ძნელსა და საყდარსა ზედა განსუენებისასა, ესრეთ დამკჳდრებულ არს გონებასა შინა მათსა და დღითი-დღე ყოვლისავე ურჩულოებისა საქმესა უბრძანებს, და იგინი ყოვლითა მორჩილებითა და ერთგულებითა აღასრულებენ. ამათ ესევითართა ეტყჳს უფალი: „ვერ ჴელ-გეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“.

რასა ცუდთა გულისზრახვათა და ამაოთა სიტყუათა შემოიღებ, უბადრუკო კაცო? ერთგზის განაჩინა ღმერთმან და თქუა, ვითარმედ ორისავე ამის მონებისა ერთბამად ყოფაჲ შეუძლებელ არს; და შენ ვითარ იკადრო თქუმად, თუ შესაძლებელ არს? ღმერთი გჳბრძანებს განბნევასა საფასე-თასა და მამონა - მოხუეჭასა ყოველთაგან; ღმერთი გჳბრძანებს ქალწულებასა და მამ...

სრულად ნახვა