მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:11

10. The thief cometh not, but for to steal, and to kill, and to destroy: I am come that they might have life, and that they might have it more abundantly.11. I am the good shepherd: the good shepherd giveth his life for the sheep.12. But he that is an hireling, and not the shepherd, whose own the sheep are not, seeth the wolf coming, and leaveth the sheep, and fleeth: and the wolf catcheth them, and scattereth the sheep.
John თავი 10
11. I am the good shepherd: the good shepherd giveth his life for the sheep.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (10,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აწ ვნებისათჳს იტყჳს და გამოაჩინებს, ვითარმედ ცხორებისათჳს სოფლისა იქმნების იგი, და ვითარმედ არა უნებლიაჲთ მივალს მუნ. და კუალად სახესა მას მწყემსისასა და სასყიდლით დადგინებულისასა იტყჳს, რამეთუ:

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სტიქიათა მორჩილება და გამოსვლის ნიშნები:

...განსაკუთრებით ეს აჩვენებს: ქვეშევრდომებზე განგება, მათზე მზრუნველობა და ზრუნვა.

2. სტიქიათა მორჩილება და გამოსვლის ნიშნები

ამიტომაც ქრისტე ამბობდა: კეთილ მწყემსზე არ უთქვამს, „პატივით სცემენ და ემსახურებიანო“, არამედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (). ეს არის მმართველობა, ეს არის მწყემსური ცოდნა: საკუთარი საქმეების უგულებელყოფა და მართულთა საქმეებზე ზრუნვა. რადგან მმართველიც იგივეა, რაც ექიმი; უფრო სწორად, ექიმზე მეტიც. რადგან ექიმი ხელოვნებით უზრუნველყოფს გადარჩენას, მმართველი კი ამას საკუთარ საფრთხეებშიც აკეთებს. სწორედ ეს გააკეთა ქრისტემაც, როცა სილა მიიღო, ჯვარს ეცვა და უთვალავი რამ დაითმინა. ამიტომაც პავლე ამბობდა: „და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა“ (). ამრიგად, აქ ორ, უფრო სწორად, სამ და უთვალავ კეთილმოქმედებას ას...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ხუცესთა პატივი, სწავლება და მხილება:

...ამდგომნი ორმაგი პატივის ღირსად შერაცხა; იმასაც მივხედოთ, რომ დაურთო: კეთილად წინამდგომნი. და რას ნიშნავს კეთილად წინამდგომნი? მოვისმინოთ ქრისტე, რომელიც ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (). მაშ, ეს არის კეთილად წინდგომა: მათზე მზრუნველობისათვის არაფრის დაზოგვა. ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ().

სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობს, რომ სიტყვა და სწავლება საჭირო არ არის? მაშინ, როცა ტიმოთესაც ამდენს შეაგონებს და ამბობს: „ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ“ (); და კვლავ: „ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა“ (); რადგან „ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი“ ()....

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ეპისკოპოსობის სურვილი და წინამძღოლის ღირსება:

...სკოპოსი ანგელოზი უნდა იყოს, არც ერთ ადამიანურ ვნებას არ უნდა ექვემდებარებოდეს“ — ის დიდი მცნებები, რომლებიც ქრისტემ თქვა და რომლებიც მორჩილთაც უნდა ჰქონდეთ: ჯვარცმული იყოს და სული მუდამ ხელებში ეჭიროს? ეს ქრისტემაც თქვა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (); და კვლავ: „და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (); ნაცვლად ამისა კი ამბობს: „არა მეღჳნე“?

კარგი იმედი გვქონია, თუ ეპისკოპოსს ამგვარი მოთხოვნების შესახებ უნდა შეაგონებდნენ. რატომ არ თქვი: „იგი უკვე მიწიდან გადასული უნდა იყოს“? მაგრამ რაც ერისკაცებს უბრძანე, იმავეს ეპისკოპოსს არ უბრძანებ. ხოლო ერისკაცებს რას ეუბნება? „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“ (); და კვლავ: „რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან“ (); და კვლავ: **„ხო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).:

...ს კერძისაგან უდარესიცა საცნაურ-ყოს; რამეთუ დაღაცათუ ჴორცნი მიეცემიან სიკუდილად და სული უკუდავ არს, არამედ მარადის სულისათჳს ითქუმის სიკუდილად დადებაჲ, რამეთუ დიდად ელმის მას ჴორცთაგან განსლვაჲ და სასუმელისა მის მიღებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს უფალი იოვანეს თავსა შინა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვას ცხოართათჳს“; არა ჴორცნი თქუა, არამედ სული. ხოლო დადებაჲ სულისაჲ, უწყით, ვითარმედ სიკუდილისათჳს თქუა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“. და კუალად იტყჳს: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“, ნეფსითსა რაჲ მოასწავებდა სიკუდილსა და კუალად აღდგომასა. ესრეთ უკუე ყოველსა ადგილსა სიკუდილად დადებაჲ სულისაჲ ჩუეულ არს წერილთა შინა თქუმად, რაჲთა უაღრესისა მისგან უდარესი მოესწაოს. ამისთჳს აქაცა ესრეთ თქუა უფალმან: „რომელმან პოოს სული თჳსი“, - ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს მას მიცემად სიკუდილდ, - „მან წარიწყმიდოს იგი“; „და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“, - ესე იგი არს, რომელმან მისცეს იგი სიკუდილდ, - „მან პოოს იგი“, რაჟამს განარინოს საუკუნოჲსა მის წარწყმედისაგან, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი პოვნაჲ, და მკჳდრ-ყოს სას...

სრულად ნახვა