მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:16

15. As the Father knoweth me, even so know I the Father: and I lay down my life for the sheep.16. And other sheep I have, which are not of this fold: them also I must bring, and they shall hear my voice; and there shall be one fold, and one shepherd.17. Therefore doth my Father love me, because I lay down my life, that I might take it again.
John თავი 10
16. And other sheep I have, which are not of this fold: them also I must bring, and they shall hear my voice; and there shall be one fold, and one shepherd.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ჯერარს“, არა იძულებისაჲ არს, არამედ უეჭუელად ყოფადისა მომასწავებელი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გიკჳრს, უკუეთუ ამათ ეგულების შემოდგომად ჩემდა და ჴმისა ჩემისა სმენად? რამეთუ რა-ჟამს სხუანი იხილნეთ, რომელ შემომიდგენ და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, მაშინ უმეტესად გიკჳრდეს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი არა ამის ეზოჲსაგანნი არიან“, ნუ დაგიკჳრდების სიტყუაჲ ესე, რამეთუ განყოფილებაჲ შჯულითა ოდენ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვი-თარმედ: „ვერცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, ვერცა წინადაუცუეთილებაჲ“. ;

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...რომელ არს შჯული შჯულისა წილ.

რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ განგებულებისა თჳსისაჲ, რამეთუ რომელმან ჟამთა ბუნებისა საზღვარი განაწესა, ჟამთა რიცხუსა მორჩილ იპოვა ბუნებითა მით, რამეთუ ჩუენგან მიიღო და ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა შუენიერებამან დაფარნა ცანი.

რამეთუ შანთი იგი აუგებელი შეეზავა აგებულებასა ნივთიერსა ბრძმეთსა მას შინა სიწმიდისასა, რომელ არს უბიწოჲ მშობელი მისი, რომელსა შორის საიდუმლოდ დამკჳდრებითა თჳსითა უქცეველად აღასრულნა ქადაგებანი პირველ უწყებულთანი სულისა მიერ, რომელნი სურვიელად მოელოდეს და სწადოდა, რაჲთა იხილონ ქადაგებული მათი, რომელსა აწ ღმრთისა სიტყუამან სახიერებითა თჳსითა ღირს-მყვნა ჩუენ, ერი ესე ახალი, რომელთა მიწოდა უცხოთაგან სამსახურებელთა და აღმიშენა სახლი სულიერი საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა საფუძველნი შეურყევ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...რი, ესრეთ შეურაცხ-ყვეს. გარნა იგი ჭეშმარიტად თავ საკიდურთა იქმნა და ორნივე კედელნი შეაერთნა.

გნებავსა ორთა მათ კედელთა ხილვაჲ? ისმინე თავადისა ქრისტესი: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგანო, რომელ არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ-არიან ჩემდა მოყვანებად, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

უფლისა მიერ იყო ჭეშმარიტად საქმე ესე, არა კაცობრივი იყო, არცა ანგელოზთა ანუ მთავარანგელოზთა ჴელ-ეწიფებოდა ამის ერთობისა ქმნად, არამედ ღმერთსა შუენოდა ესე დიდებული საკჳრველი. და ვითარ არა საკჳრველ არს სიკუდილითა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, ჯუარითა შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ, განდგომილთა მათ და განშორებულთა მოყვანებაჲ, ვითარ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ იგი ქადაგებისაჲ, ვითარ ყოველნივე ჭეშმარიტებითა შეაერთნა, ქუეყანისანი ზეცად აღიყვანნა, ბუნებაჲ იგი ჩუენი, ქუესკნელთა ქუეყანისათა შთავრდომილი, უმაღლეს ცათა ყო და მარჯუენით მამისა დასუა. ჭეშმარიტად „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.

რაოდენცა განვიცადოთო თუალითა გონებისაჲთა, უსაკჳრველესად აღგჳჩნდეს დიდებული ესე საქმე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“ (21,43).

თ ა რ გ...

სრულად ნახვა