მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 17:24

23. I in them, and thou in me, that they may be made perfect in one; and that the world may know that thou hast sent me, and hast loved them, as thou hast loved me.24. Father, I will that they also, whom thou hast given me, be with me where I am; that they may behold my glory, which thou hast given me: for thou lovedst me before the foundation of the world.25. O righteous Father, the world hath not known thee: but I have known thee, and these have known that thou hast sent me.
John თავი 17
24. Father, I will that they also, whom thou hast given me, be with me where I am; that they may behold my glory, which thou hast given me: for thou lovedst me before the foundation of the world.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“ ; (14,5); (16,5) ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“, ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...# სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს

არამედ ესე ყოველი მათა მიმართ თქუა, ხოლო მეშინის, ნუუკუე ჩუენდა მომართცა ითქუას ესე ცხორებისა ამის ჩუენისათჳს, სავსისა ცოდვითა, რამეთუ ვერ მივიდეთ ჩუენ, სადა იგი არს, ბოროტთა ამათ ჩუენთათჳს. რამეთუ მოწაფეთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემ თანა“. ; ; (14,3) ხოლო ჩუენთჳს მეშინის, თუ წინააღმდგომი ითქუას, ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, ვერ ძალ-გიც მოსლვად“. ; ; (13,33) რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდით, ვითარ შეუძლოთ მუნ წარსლვად? რამეთუ ამასცა სოფელსა მჴედარი რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?

და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:

...ანაგუაც, რაჲთა საქმენიცა ვაჩუენნეთ ღირსნი სარწმუნოებისანი, რაჲთა საუკუნენიცა კეთილნი ვპოვნეთ, რამეთუ ამისთჳს მოვიდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რაჲთა არა აქაჲ ოდენ, არამედ რაჲთა საუკუნოჲცა დიდებაჲ მისი ვიხილოთ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. რამეთუ უკუეთუ აქაჲ დიდებაჲ მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რაჲ ვინ თქუას მერმისათჳს დიდებისა? რომელი-იგი არა ქუეყანასა ზედა განხრწნადსა გამოჩნდების, არცა მოკუდავთა ამათ ჴორცთა შინა ყოფასა ჩუენსა, არამედ წარუვალსა მას შინა ცხორებასა, და ესეოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყჳთა ვერვინ გამოაჩინებს. ჵ სანატრელნი სამგზის, და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს დიდებისა მისისა ხილვად! მისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“. არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით. ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...ათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.

ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“. ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.

არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.

აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბჭესა ფართოსა და დამკჳდრებაჲ მეორესა მას სავანესა, არა ჩუენთჳს განმზადებულსა, არამედ ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს?

არა ჯერ-არს უკუე, ძმანო, წუთერთისა ამის იწროებისათჳს გარემიქცევაჲ იწროჲსა მისგან ბჭისა და საჭირ...

სრულად ნახვა