მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 18:23

22. And when he had thus spoken, one of the officers which stood by struck Jesus with the palm of his hand, saying, Answerest thou the high priest so?23. Jesus answered him, If I have spoken evil, bear witness of the evil: but if well, why smitest thou me?24. Now Annas had sent him bound unto Caiaphas the high priest.
John თავი 18
23. Jesus answered him, If I have spoken evil, bear witness of the evil: but if well, why smitest thou me?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი გჳსწავიან, არა ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვძრწოდით მისგან, არამედ რაჲთა ვიხარებდეთ და მხიარულ ვიყვნეთ, რამეთუ დაუტევებთ განხრწნადსა ამას ცხორებასა და ფრიად უაღრესისა მიმართ და უმჯობესისა მივიცვალებით, რომელსაცა ქრისტე გუასწავებს საქმით, რამეთუ არა იძულებით, არამედ ნეფსით მივალს ვნებად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდეს თავადი და მოწაფენი მისნი. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შევიდა მუნ მოწაფეთა მისთა თანა“ (18,1-2).

თ ა რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).:

...ნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“ ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ, თუ მოწაფეთა თანა რასა იქმს აწ, და უფროჲსად, თუ რასა იქმს მიმცემელისა თანა მისისა, რამეთუ რომლისაჲ-იგი უფროჲს ყოველთაჲსა ჯერ-იყო მოძულებაჲ, რამეთუ მოწაფე იყო, და ზიარ ტაბლისა და პურისა მის იქმნა, და ესეოდენ-თა საკჳრველებათა ხილვად ღირს იქმნა, და ქმნა ყოველთასა უბოროტჱსი, რამეთუ მისცა იგი ჴელთა მტერთასა. და იხილე, თუ ესევითარსა მას ვითარ პატივ-სცემს და დაჰბანს ფერჴთა, რაჲთამცა ნუუკუე დააყენა იგი უკეთურებისაგან ამით სახითა. და მას ძალ-ედვა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა განაჴმო იგი, ვითარცა ლეღუსა მას უყო, და რაჲთამცა დაადნო იგი, ვითარცა კლდენი დაადნვნა, და განაპომცა, ვითარცა კრეტსაბმელსა მას უყო, გარნა არა ინება უნებლიაჲთ დაყენებაჲ ბოროტისა მისგან, არამედ რაჲთამცა ნეფსით მოქცეულ იყო. ამისთჳს დაჰბანნა ფერჴნი, და ამისგანცა არავე შეიკდიმა უბადრუკმან მან და საწყალობელმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...იან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?

ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“ იხილეა სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა! არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა, არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: „რაჲსა მცემ მე?“ ჵ საქმე, სავსე შიშითა და ძრწოლითა! და მარადის ესრეთ ტკბილ და სახიერ იყო სიტყუაჲ მისი და მარადის ასწავლიდა და უმჯობესსა შეაგონებდა.

აწ უკუე შენცა თუ ესრეთ ეტყოდი მბრძოლთა შენთა სიმშჳდით და მოყუასთა - სარგებელად, მოიგო ენაჲ მობაძავი უფლისაჲ, რამეთუ თავადმან თქუა: „რომელმან გამოიყვანოს პატიოსანი უპატიოჲსაგან, ვითარცა პირი ჩემი იყოს“. ხოლო ოდეს ენაჲ შენი იქმნეს მობაძავ ქრისტეს ენისა, და პირი შენი - ღმერთშემოსილ, და გული შენი - ტაძარ სულისა წმიდისა, რაჲღამცა იყო სწორ ამის პატივისა? უკუეთუმცა იყო ენაჲ შენი ოქროჲსაჲ და ბაგენი შენნი მარგალიტისანი, არა-ვე-რაჲ არს ესე პატივსა ამას თანა საღმრთოსა.

ჭეშმა...

სრულად ნახვა