თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ პასქასა ყოველნი იერუსალჱმდ მივიდოდეს, და უფალი გალილეად? რამეთუ იწყო მცირედ-მცირედ უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თანაწარსლვად დღესასწაულთა მათთა, ხოლო ჯდა მოწაფეთა თანა სიმდაბლით, და ვითარ მე ვჰგონებ, საიდუმლოთა რათმე ასწავებდა მათ. ამისთჳსცა შექცეულ იყო მათა, და აღიხილნა თუალნი და იხილა მოსრული ერი. და იტყჳან სხუანი მახარებელნი, ვითარმედ: მოწაფენი მოუჴდეს და ეტყოდეს უფალსა ერისათჳს, ; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ: ფილიპეს ჰკითხა უფალმან; და ორივე ესე ჭეშმარიტ არს, გარნა არა ერთსა ჟამსა ქმნილ არს ორივე, ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“. და...
John 6:5
4. And the passover, a feast of the Jews, was nigh.5. When Jesus then lifted up his eyes, and saw a great company come unto him, he saith unto Philip, Whence shall we buy bread, that these may eat?6. And this he said to prove him: for he himself knew what he would do.
John თავი 6