რომელსა იტყჳ, ჵ ნეტარო პეტრე, თუ: „ყოველი დაუტევეთ“? ბადე-თა იტყჳა, ანუ სათხეველთა, ანუ ლერწამსა, ანუ ნავსა, ანუ თევზობასა? ამას ყოველსა იტყჳა? ჰე, ჭეშმარიტადო, მომიგებს მოციქული; გარნა არა ზუაობით ვიტყჳ ამას ანუ სიქადულით, არამედ რაჲთა კითხვითა ამით ჩემითა შორის შემოვიყვანო კრებული იგი გლახაკთაჲ. ვინაჲთგან თქუა უფალმან, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა არავინ თქუას გლახათაგანმან, ვითარმედ: რაჲ არს, უკუეთუ არა მაქუნდეს მონაგები, არა ჴელ-მეწიფების სრულ-ყოფაჲ? ამისთჳს ჰკითხა პეტრე, რაჲთა ისწაო შენ, გლახაკო, ვითარმედ არარაჲთა ნაკლულევან ხარ, უკუეთუ გინდეს სრულ-ყოფაჲ. ამისთჳს ჰკითხა პეტრე, რაჲთა არა სხჳსა ვისგანმე ისწაო და იჭუეულ იყო, არამედ პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, და მტკიცედ შეიწყნარო. ამის ესევითარისა ჯერისათჳს მიიჩემა პეტრე პირი ყოვლისა სოფლისაჲ და ამისთჳს თქუა ესრეთ. უკუეთუ არა, თავისა თჳსისათჳს მან პირველისა მისგან სიტყჳსა არა იცოდაა? რამეთუ რომლისადა რწმუნებულ იყვნეს კლიტენი სასუფეველისანი, არა იცოდაა, ვითარმედ იგი მუნ შესლვად...
Matthew 19:27
27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? - პეტრეს, რომელიც ღარიბი იყო, თითქოსდა ბევრი არაფერი დაუთმია, მაგრამ, იცოდე, რომ სინამდვილეში მან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ადამიანები მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, პეტრემ კი ყველა ამსოფლიური სიამოვნება, თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლებისადმი, უგულებელყო. ამგვარი ვნებანი ხომ არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც ებრძვიან! ხოლო უფალმა რა თქვა?
28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. - ნუთუ მართლა დასხდებიან? არამედ უფალმა დასხდომით აღმატებული პატივი ცხადჰყო; მაგრამ იუდაც დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, არა! ეს მან თავის მიმდევრებზე ანუ იმათზე თქვა, რომელნიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩებოდნენ, იუდა კი ერთგული არ დარჩენილა. ღმერთი ღირსეულთ სიკეთეს აღუთქვამს, მაგრამ უკეთუ ისინი შეიცვლებიან და უღირსნი გახდებიან, სიკეთეც წაერთმევათ. ასევეა...
...ბი შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.
და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა.
ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
ჰე, უფალო იე...
...და, განეშორე ბოროტთა გულისთქუმათა, რაჲთა წარემართო გზასა მას ცხორებისასა.
სწავლაჲ ჲგ ვეცხლისმოყუარებისათჳს
ხოლო გნებავს თუ ცნობად, ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ. რამეთუ ოდეს-იგი ჰრქუა პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?“ მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთჳს სასყიდელი და მეყსეულად ესეცა შესძინა, ვითარმედ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.
აჰა ესერა გუასწავა, თუ ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქუას უკუე ვინმე: და ვითარ იყოს ესე დატეობაჲ ყოვლისაჲვე, ვი-თარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულ იყოს ტრფიალებითა საფასეთაჲთა? ესე ესრეთ იყოს, რაჲთა გულისჴმა-ყოს ამაოებაჲ სოფლისაჲ და მცირედ-მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აწ უკუე, დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა სხუათაგან და მერმე იწყო თჳსის...
...ნ ჩუენდა სასწაულნი, ვითარცა, უკუეთუ იგი არა მოვიგოთ, არარაჲ სარგებელ გუეყვნენ ჩუენ სასწაულნი. რამეთუ უკუეთუ გუსურის ბაძვაჲ მოციქულთაჲ, იგი საქმენი შევიკრძალნეთ, რომლითა იგინი დიდ იქმნეს. ვინაჲ უკუე იქმნეს დიდ?
ისმინე, რასა იტყჳს პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ ისმინე ქრისტესიცა, რაჲ მიუგო: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა. და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი მოვიძულნეთ და ქრისტე შევიყუაროთ და მცნებანი მისნი შევიტკბნეთ, რაჲთა მოციქულთაცა სწორ ვიქმნეთ ბრძანებისაებრ მისისა და საუკუნოჲ ცხორებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკ...
...(მათ. 19,21) რამეთუ ვჰგონებ, თუ ესევითარიცა ესე სიგლახაკე არა განყოფილ არს მისგან, რომლისათჳს თქუა უფალმან: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. ვითარცა-იგი ჰრქუა რაჲ უფალსა მოწაფემან მან, ვი-თარმედ: „ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ უწყით, ვითარ აღუთქუა მან ასი წილი და სასუფეველი ცათაჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად.
ესრეთ კეთილი რაჲ და ჯეროვანი ყო დასაბამი მოძღურებისაჲ და პირველი იგი თავი ნეტარებათაჲ მიუთხრა, მეყსეულად შემდგომი ამისი მეორე აჴსენა და შემოიღო მცნებაჲ, წინააღმდგომი გონებისა სოფლისმოყუარეთაჲსა. რამეთუ ყოველნივე კაცნი სოფლისანი საშურველ და სანატრელ ჰგონებდეს სიხარულსა და განცხრომასა შინა მყოფთა, ხოლო მწუხარებასა და გლოასა და სიგლახაკესა შინა მყოფნი საწყალობელად შეერაცხნეს. არამედ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ესენი უფროჲსად ღირს-ყვნა ნეტარებასა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მცნებანი ესე წინააღმდგომ იყვნეს ნებასა და ჩუეულებასა კაცთასა, ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ უფალსა მოცემაჲ მა-თი, მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აჩუენნა, რაჲთა სარწმუნო იყოს რჩული...