მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 19:28

27. Then answered Peter and said unto him, Behold, we have forsaken all, and followed thee; what shall we have therefore?28. And Jesus said unto them, Verily I say unto you, That ye which have followed me, in the regeneration when the Son of man shall sit in the throne of his glory, ye also shall sit upon twelve thrones, judging the twelve tribes of Israel.29. And every one that hath forsaken houses, or brethren, or sisters, or father, or mother, or wife, or children, or lands, for my name's sake, shall receive an hundredfold, and shall inherit everlasting life.
Matthew თავი 19
28. And Jesus said unto them, Verily I say unto you, That ye which have followed me, in the regeneration when the Son of man shall sit in the throne of his glory, ye also shall sit upon twelve thrones, judging the twelve tribes of Israel.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“ (19,28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ვითარ აღესრულოს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ? რამეთუ მაშინ, ოდეს ესე თქუა, იუდაცა მათ თანა იყო. რაჲ არს უკუე, იუდაცა დაჯდეს საყდარსა ზედა? ესე არა ეგების. ვითარ უკუე აღესრულოს ბრძანებაჲ უფლისაჲ ამის პირისათჳს? ისმინეთ მეტყუელთა მაგათ, თუ ვითარ გულისჴმა-ჰყოთ: შჯული განწესებულ არს ღმრთისა მიერ და აღწერილ არს წიგნსა შინა იერემია წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელიცა წარუკითხა მან ჰურიათა, და ესრეთ იტყჳს: „აღსასრული ვთქუა ნათესავთა ზედა, გინა მეფეთა ზედა, მოსპოლვად და დარღუევად მათდა და წარწყმედად მათდა. და მოიქცეს ნათესავი იგი უკეთურებათაგან მათთა, და მე შევინანო ბოროტებათა მათთათჳს, რომელნი ვზრახენ ყოფად მათდა. და სრულიად ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად მათდა და დანერგვად მათდა. და ყონ ბოროტი წინაშე ჩემსა არა სმენად ჴმისა ჩემისა, და მეცა შევინანნე კეთილთა მათთჳს, რომელნი ვთქუენ ყოფად მათდა“. (იერ. 18, 7-10) იტყჳს უკუე, ვითარმედ ამას წესსა დავიმარხავ კეთილსაცა ზედა და ძჳრსაცა: უკუეთუ ვთქუა აღშენებად ნათესავსაო, და გამოაჩინნენ მათ თავნი თჳსნი უღირსად აღთქუმისა მის, არღარა აღვასრულო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:27-30 — ჯილდო ქრისტეს მიმდევართა:

27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? - პეტრეს, რომელიც ღარიბი იყო, თითქოსდა ბევრი არაფერი დაუთმია, მაგრამ, იცოდე, რომ სინამდვილეში მან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ადამიანები მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, პეტრემ კი ყველა ამსოფლიური სიამოვნება, თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლებისადმი, უგულებელყო. ამგვარი ვნებანი ხომ არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც ებრძვიან! ხოლო უფალმა რა თქვა?

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. - ნუთუ მართლა დასხდებიან? არამედ უფალმა დასხდომით აღმატებული პატივი ცხადჰყო; მაგრამ იუდაც დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, არა! ეს მან თავის მიმდევრებზე ანუ იმათზე თქვა, რომელნიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩებოდნენ, იუდა კი ერთგული არ დარჩენილა. ღმერთი ღირსეულთ სიკეთეს აღუთქვამს, მაგრამ უკეთუ ისინი შეიცვლებიან და უღირსნი გახდებიან, სიკეთეც წაერთმევათ. ასევეა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).:

...ამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“ ; (14,5); (16,5) ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“, ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ესე სასწაული არს მამისა თანა ერთობისა მის მისისაჲ, უზეშთაესი პირველთა მათ, რამეთუ „უწინარჱს სოფლის დაბადებისაო“. ხოლო ამასცა აქუს რაჲმე სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ, რამე-თუ იტყჳს: „რომელი მომეცო“. ჰხედავა დაუსაბამოებასა მისსა? რამეთუ მომეც მე უწინარჱს ყოვლისავე, ესე იგი არს, ვითარმედ: მშევ უწინარ-ჱს საუკუნეთა ყოველთავე, რამეთუ მას არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მიეცა დიდებაჲ, არამედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს?“ არა თუ უმეცარ იყო, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ თხოად, არამედ ჰკითხა, რაჲთა მათ თჳთ გამოუცხადონ უძლურებაჲ თჳსი, და ესრეთ მისცეს მათ წამალი გულისჴმის-ყოფისაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ესმოდა მათ, ვითარმედ: „დასხდეთო ათორმეტთა საყდართა“, ენება, რაჲთა უმეტეს ყოველთა პატივცემულ იქმნენ. ამისთჳს ჰრქუეს მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით“ (20,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უმეცარ იყვნეს, რასა-იგი ითხოვდეს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, ვერმცა იკადრეს ესე თხოად. ამისთჳს ეტყჳს უფალი: „არა იცით, რასა ითხოვთ“. ორსა საქმესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: „არა იცით, რასა ითხოვთ“: ერთად, რომელ მეუფებისათჳს იტყოდეს და დიდებისა ხილულისა, რომლისათჳს არცა ერთი სიტყუაჲ ეთქუა მათდა ქრისტესა, არცა რად შეერაცხა, არცა მეუფებისათჳს სოფლიოჲსა აღეთქუა მათდა; და ეტყჳს: „არა იცით, რასა ითხოვთ“, რამეთუ არა მითქუამს თქუენდა ამას საწუთროსა სუფევაჲ ხილული, და ვითარ ეძიებთ აქა? ხოლო მეორედ, უკუეთუ ჭეშმარიტსა მას სასუფეველსა დიდებისა ჩემისასა ითხოვთ მარჯუენით და მარცხენით დაჯდომასა, არავე იცით, ვითარ დიდ არს საქმე ეგე, ვითარ საკჳრველ, ვითარ უზეშთაეს არს ს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...თ მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა. და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“. აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი მოვიძულნეთ და ქრისტე შევიყუაროთ და მცნებანი მისნი შევიტკბნეთ, რაჲთა მოციქულთაცა სწორ ვიქმნეთ ბრძანებისაებრ მისისა და საუკუნოჲ ცხორებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:

...მათგან არარაჲ სარგებელ ეყო, მათისა მის უკეთურებისა იყო ცთომაჲ და ყოველთა, რომელნი მათსა მას უკეთურებასა მიემსგავსებიან, რამეთუ არა ჰურიათა ხოლო შეემთხჳა ესე, არამედ მრავალთა მორწმუნეთაგანცა. რამეთუ იუდაცა ძეთაგან სასუფეველისათა იყო, და ესმა მასცა მოციქულთა თანა, ვითარმედ: „დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა“, არამედ მიიქცა და იქმნა იგი შვილ გეჰენიისა. ხოლო ჰინდოჲ იგი, საჭურისი დედუფლისა მის ჰინდოეთისაჲ, უცხოთესლი და ბარბაროზი, მოვიდა აღმოსავალით და დასავალით და ღირს იქმნა აბრაჰამის თანა, ისაკისა და იაკობისა.

ესე საქმე აწცა ჩუენ ზე ფრიად იქმნების, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“. ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა არცა ცოდვილნი სასოწარკუეთილ იყვნენ, ვითარმცა ვერ ეძლო მოქცევად, არცა რომელთა ეგონოს დგომაჲ, უდებ იქმნენ, ვითარმცა არღარა შეემთხუეოდა დაცემაჲ. ამას იოვანეცა წინაჲთვე ქადაგებდა, ვი-თარმედ: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“, არამედ მან, ვითარცა მონამან, ესრეთ განცხადებულად არა თქუა, ხოლო ქრისტემან, ვითარცა...

სრულად ნახვა