თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა? იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ? რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“, ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს...
Matthew 22:13
11-14. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. - ქორწილმი შესვლა განურჩევლად ხდება: ჩვენ ყველანი - კეთილნიცა და უკეთურნიც - მხოლოდ მადლითა ვართ წოდებულნი, მაგრამ ცხოვრება ჩვენი (ქორწილზე წვეულთა) გამოუძიებლად კი არ დარჩება, არამედ შემდგომად რწმენაზე მოქცევისა, მეუფე მას ფრიად გულმოდგინედ გამოიძიებს და შებილწულნი აღმოვჩნდებით. მოვიაზრებთ რა ამას, ვძრწოდეთ, რადგან, ვისაც წმინდა ცხოვრება არ ექნება, მხოლოდ რწმენა სარგებლობას ვერ მოუტანს. ამგვარი არა მხოლოდ ქორწილიდან განიდევნება, არამედ ცეცხლშიც ჩაიგდება. და ვინ არის ეს, ვინც შებილწულ სამოსელს ატარებს? ეს ისაა, ვინც ვერ შეიმოსა სამოსი მოწყალების, სათნოებისა და ძმათმოყვარებისა. მრავალნი არიან, რომელნიც თავს იმ ფუჭი (ამაო) იმედებით...
იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.
ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.
მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას განგებულებასა და მოქმედებასა და მადლსა, რომელი ზეციერმან მამამან ჩვენმან იხმარა დასაბამითგან ჩვენისა განათლებისა და ცხოვრებისათვის. გარნა ვინაითგან ღმერთი მამა კაცობრივსა ნათესავსა გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს საშუალობითა ძისა თვისისათა, ამისათვის იგი ქორწილსა ამას უწოდებს ქორწილად ძისა თვისისა.
და წარავლინა მონანი თვისნი... ვინ არიან მონანი, რომელნი ღმერთმან წარავლინა წოდებად ქორწილსა ზედა? იგინი არიან ყოველნი მოძღვარნი წინასწარმეტყველნი, მამათ-მთავარნი, მღვდელნი და მღვდელ-მთავარნი, რომელთაც ღმერთი დასაბამითგან მიანდობდა ქადაგებასა...
ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.); მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი იმავე მოციქულმან მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოსად ხელ-დასხმულსა: ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მეღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ, ღირს, მომთმინე (ტი. ა, ზ.). მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომელითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდენ თვისთა მოადგილეთა - ეპისკოპოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ...
...ეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“, და მერმეღა თქუა, ვი-თარმედ: „აღვადგინო იგი“, რამეთუ აღდგომასა მას რომელნიმე განვარდებიან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“, ; (25,30) და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. ; და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“, ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“. აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.
ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწ...
...ინე, და ესე მეყსეულად დაშრტეს. უკუეთუ სიტყუასა ბოროტსა იტყოდი, მოიგონე ღრჭენაჲ იგი კბილთაჲ, და იქმნას შიში იგი აღჳრ შენდა. უკუეთუ მოტაცებაჲ უცხოჲსა მონაგებისაჲ გენებოს, ისმინე საშინელი იგი განჩინებაჲ მსაჯულისა მის მართლისაჲ, რომელსა იტყჳს: „შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა“, და ვნებაჲ იგი ბოროტი ივლტოდის შენგან.
უკუეთუ შუებით და მთრვალობით გარდაიჴდი დღეთა შენთა, მდიდარი იგი მოიჴსენე, რომელ ნაწუეთსა წყლისასა ეძიებდა ცეცხლსა მას შინა და ვერ მიემთხჳა სათხოველსა მას, და განეყენო შენ უწესოვებისა მისგან; უკუეთუ მოცინარი ხარ და განმცხრომელი, მოიჴსენე საუკუნოჲ იგი ჭირი და გლოვაჲ, და დიდად გერგოს; უკუეთუ უსახურ ხარ და უწყალო, მოიჴსენენ ქალწულნი იგი სულელნი, რომელთა სანთელნი დაშრიტეს და სასძლოჲსა მისგან განვარდეს, და ადრე მოიქცე მოწყალებად; უკუეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიჴსენენ, რომელმან-იგი ქანქარი ქუეყანასა დაჰფლა და რაჲ-იგი შეემთხჳა, და განიღჳძო ძილისა მისგან უდებებისა; უკუეთუ შური მოყუსისაჲ გჭამს, მოიჴსენე მატლი იგი უძილი და განერე სენისა მისგან ბოროტისა. ყოველნი იგი სატანჯველნი, ცოდვილთათჳს განმზადებულნი, გონებასა შინა გუაქუნდინ და ვისწრაფოთ, საყუარელნო, არა შთავრდომად მათ შინა, რამეთუ არარაჲ მძიმჱ და შ...