თ ა რ გ მ ა ნ ი: „ჰრქუა მათ პილატეო: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ?“ ოდეს სხჳთა სახითა ვერ დაარწმუნა, მერმე ესე თქუა, რამეთუ ჰგონებდა, თუ ჰრცხუენოდის თქუმად, ვითარმედ: ჯუარს-აცუ; და უმეტესად დაამძიმა ტჳრთი მათ ზედა, ოდეს ყვნა იგინი უფალ საქმისა მის. ხოლო იხილნა რაჲ, ვითარმედ მოუდრეკელ იყვნეს გულნი მათნი და უფროჲსღა შფოთსა იქმოდეს და ჴმობდეს: „ჯუარს-აცუ“, დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ მე“. თქუღა, ცოფო და განლიგებულო კაცო, ვინაჲთგან იცი, ვითარმედ ბოროტი არარაჲ უქმნიეს, და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ...
Matthew 27:25
19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ...
...ათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.
29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაელსა, და მოტევებაჲ ცოდვათაჲ. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა. (5,29-32).
თარგმანი: ესეცა ჩუენდა სახე იყავნ სიმდაბლისა, ვითარ მოციქულნი არა სიფიცხით1ი ეტყვან უგუნურთა მათ, ვითარცა აღზუავებულნი სასწაულსა მას ზედა საპყრობილით გამოსლვისასა, არცა შესწამებენ, რაჲ-იგი პირველ ეთქუა მათდა, არამედ, ვითარცა ყურ-მძიმეთა, კუალად წყალობით მათვე სიტყუათა ეტყჳან, რაჲ-იგი პირველ ჰრქუეს, ვითარმედ: ქადაგებაჲ ძისაჲ — მამისა მორჩილება არს, და მამ...
...ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (), და რაჟამს მის წილ ბარაბა გამოითხოვეს, ხოლო მკლველად —რაჟამს თქუეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" ().
და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა, ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა, ვნებაჲ ქრისტესი აღასრულა ესრეთ (3,17-18).
თარგმანი: ვინაჲთგან განაფიცხა მხილებაჲ დადებითა მათ ზედა ბრალსა მკლველობისასა, აწ ნუგეშინის-ცემით ეტყჳს: აწ უწყი თქუენისა მაგის მოქცევისა და სინანულისაგან, ვითარმედ უმეცრებით ჰქმენით, რაჲ-იგი ქრისტეს ზედა ჰქმენით თქუენცა და მთავართაცა თქუენთა. ხოლო ამის მიერ განუღებს მათ კარსა სინანულისასა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წინამოსწავებულად იტყჳს ვნებასა ქრისტესსა, ვითარმედ: ნებსით ივნო ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, და არათუმცა ესე ყოფილ იყო, შემძლებელ იყო იგი, არა ხოლო ჯუარით გარდამოსლვად, არამედ ყოვლად ვერ შეპყრობად მისსა ჴელისაგან ჯუარის-მცუმელთაჲსა. ხოლო წინაჲსწარმეტყუელებანი იგი ჯუარცუმისათჳს თქუმულნი ამისთ...
...— ცოდვაჲ არა გუაქუს, - თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა (1,8).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სისხლი იესუჲსი განმწმედს ჩუენ" (), აწ ჰურიათა თანამდებ ჰყოფს ბრალისა, რომელნი ჴმობდეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (). ვითარმედ, უკუეთუ ესე გგონიეს თუ არად ცოდვა არს მკლველობაჲ ქრისტესი, და შესაძლებელ არს სხუებრ განწმედაჲ ჩუენი ცოდვათაგან თჳნიერ სისხლისა მისისა, უწყოდეთ, რამეთუ სცთებით, და განვრდომითა ჭეშმარიტებისაგან ღმრთისაგან განჰვარდებით, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა (1,9).
თარგმანი: ყოველთავე სარგებელ ეყოფვის აღსაარებაჲ ბრალთაჲ, რომელი-იგი დასაბამი არს სინანულისაჲ, ხოლო უფროჲსღა ჰურიათა უჴმს, რაჲთა აღიარონ ბრალი ქრისტეს მკლველობისაჲ, ვითარმედ: ვცოდეთ. და ესრეთ მან თავადმან განათავისუფლნეს იგინი სიცრუისაგან მათისა და სისხლისა მის, რომელი დაიდვეს თავთა მათთა და შვილთასა ზედა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: არა ვცოდეთ, —მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შ...
....
ჵ აურაცხელნი იგი ბოროტნი ჰურიათანი! წინაჲსწარმეტყუელნი თჳსითა ჴელითა მოსწყჳდნეს, ხოლო უფლისა იესუჲსი მოკლვაჲ რაჲ ინებეს, მთავრისაცა განჩინებაჲ თანაშემწე-იყვეს. გარნა ყოველი იგი საქმე მათ ზედა იყო: იგინი იყვნეს შემასმენელნი; იგინი იყვნეს მკლველნი; მათ თქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“. იგინი ჰბასრობდეს, იგინი ეკიცხევდეს, იგინი იყვნეს ერისაგანთა მათ და მსახურთა მთავრისათა მაბირებელ, მათ შეკრეს, მათ შემსჭუალეს, იგინი ჰნერწყუვიდეს, იგინი სცემდეს. არარაჲ ამათგანი განეგო პილატეს, არამედ ყოველსა იგინი იქმოდეს, იგინი იყვნეს მტარვალ და მგმობარ.
ხოლო აწ ჩუენ ამას ყოველსა ვიკითხავთ ჟამსა მას, ოდეს ყოველნი შემოკრბენ ეკლესიად, რაჲთა ვერ გუეტყოდინ წარმართნი, თუ: რავდენიცა არს ბრწყინვალე და დიდებული, ვითარ-იგი სასწაულნი და საკჳრველებანი, ჰქადაგებთ ერსა ზედა, ხოლო რავდენიცა არს საყუედრელ, ჰფარავთ. ამისთჳს განაწესა მადლმან სულისა წმიდისამან, და დღესასწაულსა ამას დიდებულსა, ოდეს ყოველი ერი და ყოველი ჰასაკი ეკლესიად შემოკრბეს დიდებულსა მას ღამესა ქრისტეს ვნებისასა, მაშინ ვიკითხავთ ამას ყოველსა ბრწყინვალითა და მაღლითა ჴმითა. და ამას რაჲ ვიკითხვიდეთ, ყოველთა ჰრწამს ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად, დამბადებელად ყოველ-თა. და უმეტესად ამ...