იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, არა თუალისათჳს იტყოდა, არამედ მეგობრისათჳს, რომელი სულსა ჩუენსა ავნებნ და მთხრებლად წარწყმედისა შთაგუაგდებნ? რამეთუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაჲთა დაღაცათუ თუალი ვინ აღმოგჳღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩუენისა, რაჲსათჳსმცა განაწესა თუალისა თჳსისა აღმოღებაჲ? რამეთუ ასოჲსა მოკუეთაჲ არასადა უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ, ვითარცა ვთქუ, სიტყუაჲ იგი მეგობრისათჳს იყო საყუარელისა, რომლისაგან წარწყმედაჲ სულისა ჩუენისაჲ იქმნებინ. ხოლო აწ სიტყუათა ამათთჳს ძუელისა შჯულისათა ნუმცა ვინ იტყჳს მეტსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნესა რჩულისმდებელისასა, რომელმან წესისამებრ ჟამთაჲსა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამეთუ ერთი არს შჯულისმდებელი ძუელისაჲცა და ახლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთა ჰურიათა დაუდვა შჯული იგი, ვითარცა...
Matthew 5:39
38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ () - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.
40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს. პერანგს (კვართი) ჩვენ საკუთრივ შიგნით ჩასაცმელს ვუწოდებთ, ხოლო სამოსელს იმას, რასაც...
...ისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი,
...ნუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყოველსავე უკეთურებასა - წინააღმდგომითა მისითა სათნოებითა.
რამეთუ ამას პირველითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“. „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.
ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.
რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მს...
...ებასა უბრძანებს შემოღებად, რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ უკუე ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდობისა, რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანააც მოღუაწებაჲ საქმისა ამისთჳს?
ზემო იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“. (1 კორ. 5, 12-13) შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელსდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს...