მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:3

2. Therefore when thou doest thine alms, do not sound a trumpet before thee, as the hypocrites do in the synagogues and in the streets, that they may have glory of men. Verily I say unto you, They have their reward.3. But when thou doest alms, let not thy left hand know what thy right hand doeth:4. That thine alms may be in secret: and thy Father which seeth in secret himself shall reward thee openly.
Matthew თავი 6
3. But when thou doest alms, let not thy left hand know what thy right hand doeth:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი, რაჲთა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად“ (6,3-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა არა ჴელსა გუაუწყებს მარჯუენესა გინა მარცხენესა, არამედ ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ ეგოდენ გარდამატებულად თანანადებ არს ფარულად ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრეღა შესაძლებელ თუ იყო, რაჲთამცა თავსაცა შენსა დაუფარე, ნუ უდებ იქმნები; დაღაცათუ ჴელთა მებრ შენთაგან, რომელნი ჰმსახურებენ ქველისსაქმესა, ძალ-გედვას დაფარვად, დაფარე, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ უკუეთუ თავ-თაცა თჳსთაგან კეთილ არს დაფარვაჲ, უკუეთუ შესაძლებელ იყოს, რაჲ ვინ თქუას გარეშეთა კაცთათჳს?

ხოლო არა ესრეთ არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარცა ვიეთმე თქუეს, ვითარმედ: მარცხენისა მიერ უკეთურთა კაცთა მოასწავებს, რაჲთა მათ არა ვაუწყებდეთ ქველისსაქმესა ჩუენსა; რამეთუ ბრძანებაჲ მისი ყოველ-თაგან დაფარვასა ქველისსაქმისასა გუამცნებს: „რაჲთა იყოსო ქველისსაქმე შენი ფარულად“. და მერმე გჳჩუენებს მომცემელსა მას სასყიდლისასა და მხედველსა დაფარულთასა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ყოველსა ადგილსა არს ღმერთი, და არარაჲ დაეფარვის მას; და ვითარმედ საქმეთა ჩუენთა მოსაგებელი არა ამას საწუთროსა განწესებულ არს, არამედ საშინელი საბჭოჲ მიმელის, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ, და მოსაგებელი ყოველთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:1-4 — ქველმოქმედება ფარულად:

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის გამოსაჩენად, არ განისჯები, ხოლო უკეთუ მიზნად პატივმოყვარეობა გაქვს, კიდევაც, რომ საუნჯესა შინა შენსა აკეთებდე, მაინც განისჯები, რადგანაც ღმერთი განზრახვას სჯის, ან გვირგვინოსანყოფს.

2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. - მართალია, თვალთმაქცებს (ორგულთა) ბუკი არ ჰქონდათ, მაგრამ უფალი აქ მათ განზრახვას დასცინის, რადგანაც სურდათ, თავიანთი ქველმოქმედების შესახებ ბუკით ემცნოთ. ხოლო თვალთმაქცები იმათ ეწოდებათ, რომელნიც სინამდვილეში სხვანი არიან და თავს კი სხვად...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. წმიდანთა მსახურება და სათნოების დაფარვა:

...ვქონდეს საქადებელი, რომ წმიდანთა ფეხები დავბანეთ. თუ მათი ფეხების დაბანა გვმართებს, ბევრად მეტად გვმართებს ქონება საკუთარი ხელით მათ მივცეთ და ვეცადოთ, დაფარულნი დავრჩეთ.

ამბობს: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (). რად მოგყავს ათასობით მოწმე? ნურც მსახური დაინახავს, თუ შესაძლებელია, ნურც ცოლი. მრავალია მზაკვრის საცდური; ხშირად ცოლიც კი, რომელსაც არასოდეს შეუფერხებია, მაშინ შეაფერხებს, ან დიდებისმოყვარეობის გამო, ან სხვა რამის გამო. რადგან აბრაამმაც, თუმცა საოცარი ცოლი ჰყავდა, როცა ძის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა, ეს დამალა; და თუმცა არ იცოდა, რა გამოვიდოდა, დარწმუნებული იყო, რომ ძეს ნამდვილად შეწირავდა. მაშ რას იტყოდა რომელიმე რიგითი ადამიანი, იქ რომ ყოფილიყო? განა არ იტყოდა: ვინ არის ეს, ვინც ამას სჩადის? განა გულქვაობასა და უხეშობაში არ დასდებდა მას ბრალს?...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ლოცვის სიწმიდე და კრძალული შემკულობა:

...მაშ, ნათქვამი რას ნიშნავს? აქ ქრისტე დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლებას აჩვენებს და ამბობს: უბრალოდ მალულად კი არა, დაფარულად აღასრულე ლოცვები. რადგან როგორც, როცა ამბობს: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (), უბრალოდ ხელებზე არ ლაპარაკობს, არამედ დიდებისმოყვარეობისაგან განრიდების უკიდურესობას წარმოაჩენს, ასევე აქაც ამასვე მიანიშნებს.

ამრიგად, ლოცვა ადგილით არ შემოსაზღვრა, არამედ მხოლოდ ერთი რამ ბრძანა: დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლება. პავლე კი ამას იუდეველთა ლოცვისაგან განსასხვავებლად ამბობს; იხილე, რას ამბობს: „ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა“ (); ეს კი იუდეველთათვის ნებადართული არ იყო. რადგან ღმერთთან მისვლა, მსხვერპლის შეწირვა და მსახურებათა აღსრულება სხვაგან არ შეიძლებოდა; არამედ ყოველი მხრიდან, მთელი ქვეყნიერებიდან, ერთ ადგილას შეკრებილებს განწმენდის ყველა მსახურება ტაძარში უნდა აღესრულებინათ. ამ შეზღუდვების საპირწონ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოა ზუაობისათჳს და მაჩუენებლობისათჳს:

...ამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.

და კუალად იტყჳს: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი. რაჲთა იყოს ქველისსაქმე იგი შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“. აწ უკუეთუ მცნებასა უფლისასა აღასრულებ, ესრეთ აღასრულე, ვითარცა მან ბრძანა; უკუეთუ არა, ცუდ არს შრომაჲ შენი.

ამისთჳს კუალადცა გეტყჳ: იქმოდი რაჲ ქველისსაქმესა, დაჰჴაშ კარი შენი, და მან ხოლო უწყოდენ, რომელსა მისცემდე. უკუეთუ შესაძლებელ არს, ნუცამცა იგი სცნობს, რაჲთა არა განიქიქოს საიდუმლოჲ შენი, და მაშინ ღმერთმან ქადაგოს სათნოებაჲ შენი. ხოლო კაცობრივსა თუ ქებასა ეძიებდე, სასყიდელიცა დაგჭირდეს შრომათა შენთაჲ, და კაცთაცა მა-ჩუენებელ და ამპარტავან გიწოდონ.

აწ უკუე ყოველივე დაუტეოთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ და სა-ღმრთოჲსა მის დიდებისათჳს სურვიელ ვიქმნეთ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).:

...ოლო ლოცვისა და მარხვისათჳს არარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათჳს-მე? ამისთჳს, რამეთუ მოწყალებისა შეუძლებელ არს ესრეთ დაფარვაჲ, რაჲთამცა ყოვლადვე არავინ ცნა, ხოლო ლოცვისა და მარხვისა შესაძლებელ არს.

და ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“, არა ჴელთათჳს იტყოდა, არამედ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ფარულად კაცთაგან ყოფად ქველისსაქმისა; და ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: „ილოცვიდე რაჲ, შეედ საუნჯესა შენსა“, არა თუ მუნ ოდენ გუამცნო ლოცვაჲ, არამედ ესევე სახე გუაუწყა, რაჲთა არა საჩუენებელად კაცთა აღვასრულებდეთ ლოცვასა. ეგრეთვე აქა იქმს სიტყჳთა ამით, რომელი თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ სიტყჳთა ამით ცხებაჲ თავისაჲ და ბანაჲ პირისაჲ გუამცნო; უკუეთუ არა, ვიპოენითმცა ყოველნი გარდამავალ ამას შჯულსა, და უფროჲსად, რომელნი-იგი ყოველთა უმეტესად აღსრულებად მისა მოსწრაფე არიან, კრებულნი მონაზონთანი, მკჳდრნი მთათა შინა და უდა...

სრულად ნახვა