...თუ შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას; ესე უფროჲსად უძჳრეს არს, რომელ სრულიად საცნობელნი შენნი დაყოფილ არიან. განიფრთხვე და გულისჴმა-ყავ სენი იგი ბოროტი ცოდვისაჲ და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი არს კურნებისაჲ. არა გესმისა, რასა ჰგალობ დღი-თი-დღე? „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე“. აწ უკუეთუ საკუმეველისა წილ კუამლი სულმყრალობისაჲ აღვიდოდის შენგან და საქმეთა შენთაგან, ვითარმცა არა საშჯელსა მძიმესა ღირს იქმენ? რაჲ არს კუამლი იგი სულმყრალობისაჲ? მრავალნი მოვლენ ეკლესიად და ლმობიერად ლოცვისა წილ და ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერობასა ყრმათასა; რაჲ არს უკუე, არა გიკჳრსა, ვითარ არა ცეცხლი მოივლინების ზეცით, ანუ განეღების ქუეყანაჲ და დაანთქამს ესევითართა მათ?
ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო-გუცემს და მიგჳწოდს სინანულად. რასა იქმ, ჵ კაცო, შუენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა ღმრთისასა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთი...