...მისი ცოდნაც საკვირველია; ამიტომაც ამბობდა: „საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას“ (). მისი განკითხვანიც კვლავ გამოუძიებელია; ამიტომაც ამბობდა: „და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ“ ().
2. მშვიდთა შეწყნარება და ღმრთის წყალობის მოლოდინი
ამრიგად, როცა იგი დიდიც არის, ძლიერიც და გონიერიც, ზედმეტად ნუ გამოიძიებ, როგორ აღსრულდება ეს. „შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე“ (). რათა უგუნურთაგან ზოგიერთმა არ თქვას: „ჩვენ რა გვერგება იმით, რომ იგი ვარსკვლავებს ზედმიწევნით იცნობს?“ ამიტომ ადამიანებზე მის მზრუნველობასაც ასეთს წარმოაჩენს: არ უთქვამს, „უფალი მშვიდებს ეხმარება“, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ თქვა: „შეიწყნარებს“, თითქოს მოსიყვარულე მამაზე საუბრობდეს. რას ნიშნავს „შეიწყნარებს“? აღადგენს, ატარებს, იტვირთავს. ხე...