...ხმობს მათ, ვისაც ღმერთი შეეწევა. რადგან ამბობს: „ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი“ (). და კვლავ: „ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (). ხედავ წმინდანებს, რომლებიც სხვებსაც შეაგონებენ და თავადაც განსაცდელებში შეურყევლად რჩებიან?
მაშ, მოისმინე იაკობი, რომელიც ამბობს: „უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად“ (). და აბრაამსაც: „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა“ (). და მაშინაც, როცა მისი ცოლი საფრთხეში იყო, რომ შეერყვნათ, და შიმშილიც აწვა, აბრაამს არც ერთი უსიამოვნო სიტყვა არ წარმოუთქვამს. და როცა ყრმამ უთხრა: მამაო, **„აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?“...