მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:19

18. For the wrath of God is revealed from heaven against all ungodliness and unrighteousness of men, who hold the truth in unrighteousness;19. Because that which may be known of God is manifest in them; for God hath shewed it unto them.20. For the invisible things of him from the creation of the world are clearly seen, being understood by the things that are made, even his eternal power and Godhead; so that they are without excuse:
Romans თავი 1
19. Because that which may be known of God is manifest in them; for God hath shewed it unto them.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ (1,19).:

თარგმანი: ვითარ საცნაურ არს წარმართთადა მეცნიერება ღმრთისაჲ, გარნა ესრეთ, რამეთუ ხილულთა ამათ დაბადებულთა მიერ საცნაურ არს ყოველთა მათ შემოქმედი ღმერთი და უხილავი, არამედ, რომელთა ვერ გულისჴმა-ყონ, იგინი ნებსით აცთუნებენ თავთა თჳსთა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ (1,19).:

თარგმანი: ვითარ ცხად არს? — გარნა თუ აგებულებისაგან ქმნულთაჲსა, რამეთუ უეჭუელად ქმნული ამას ქადაგებს, ვითარმედ უვის მას შემოქმედი, რომელი-ესე ღმერთმან გამოუცხადა კაცთა სიკეთისა და დიდებულებისა მიერ დაბადებულთაჲსა, უეჭუელად ყოფაჲ დამბადებელისაჲ. ამისთჳს, რომელნი-იგი შესცთეს, მეცნიერებით ცოდეს და არა უმეცრებით.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...სრულისაჲ, ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „შჯად სოფლისა ამის მოსრულ ვარ მე; რომელნი არა ხედვიდეს, და ჰხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ“; და კუალად პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გულისხმისსაყოფელი ღმრთისაჲ ცხადად მათა იქმნა, რაჲთა იქმნენ იგინი უსიტყუელ“, ხოლო მან არა თუ ამისთÂს უჩუენა, რაჲთა იყვნენ უსიტყუელ. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ნაკლულევანებაჲ“, ; და იგი არა ამისთჳს შემოვიდა, არამედ რაჲთა დაეყენოს ცოდვაჲ.

ჰხედავა, ვითარ იპოვების, რამეთუ აღსასრულისათჳს არს? რამე-თუ ვითარცა ხუროთმოძღუარმან ვინმე ჴელოვანმან ნახევარი აღაშენის სახლისაჲ და ნახევარი დაუტევის, რაჲთა უკუეთუ ვინ იტყოდის აღ-შენებულისა მისთჳს, თუ არა მისი აღშენებული არს, ნაკლულევანისა მის აღსრულებითა გამოაჩინოს, ვითარმედ იგიცა მასვე უქმნიეს, ეგრეთვე ქრისტემან ვითარცა სახლი რაჲმე დარღუეული განაახლის ჩუენი ესე გუამი, რამეთუ ჴელი იგი განჴმელი განკურნა და დაჴსნილნი იგი მუჴლნი განაძლიერნა, მკელობელთა ავლენდა, კეთროვანთა განჰკურნებდა, მკუდართა აღადგინებდა, თუალთა დაბრმობილთა გ...

სრულად ნახვა