მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:20

19. Because that which may be known of God is manifest in them; for God hath shewed it unto them.20. For the invisible things of him from the creation of the world are clearly seen, being understood by the things that are made, even his eternal power and Godhead; so that they are without excuse:21. Because that, when they knew God, they glorified him not as God, neither were thankful; but became vain in their imaginations, and their foolish heart was darkened.
Romans თავი 1
20. For the invisible things of him from the creation of the world are clearly seen, being understood by the things that are made, even his eternal power and Godhead; so that they are without excuse:
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავნი იგი მისნი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად (1,20).:

თარგმანი: დაბადებულთა დაბადებისა მიზეზნი წინა საუკუნეთა იყვნეს ღმრთისა თანა და კეთილნი იგი ნებანი მისნი და სიტკბოებაჲ და სახიერებაჲ მისი. ესე ყოველნი უხილავად მის თანა იყვნეს მარადის, ხოლო სოფლის დაბადებითგან ქმნულთა მიერ მისთა მისი იგი უხილავი სიბრძნე და სახიერებაჲ საცნაურად სახილველ არს და, უკუეთუ გუენებოს, შესაძლებელ არს დაბადებულთა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ მიუწდომელისა მის სიბრძნისა და სახიერებისა მისისა, რაჟამს ვიხილოთ აგებულებაჲ ესე შუენიერი ცისა და ქუეყანისა და შორის მათსა მყოფთა მათ ნივთთა, და კეთილი ესე აგებულებაჲ კაცისაჲ. ამის ყოვლისაგან არა საცნაურად სახილველ არსა მისი სახიერებაჲ, რომლითა-ესე ყოველი ქმნა და წინა საუკუნეთა უხილავნი იგი კეთილნი განზრახვანი მისნი?

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და საყრდისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (1,20).:

თარგმანი: უხილავისა წილ მისისა ესე უსაკუთრეს არს, რაჲთა განმრავლებულად და არა სამარტოოდ იტყოდი, ვითარმედ: უხილავნი მისნი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვებიან — სამარადისოჲ მისი ძალი და ღმრთეებაჲ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: უხილავნი მისნი, რომელ არიან ანგელოზნი და ყოველნი ძალნი ზეცისანი, არა ღმრთისავე თანა დაუწყებელ, არამედ დასაბამსავე , ესე იგი არს გონებითა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ () დდ სახილველობითა ოდენ, იხილო, უეჭუელად გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არიან მას შინა ხურნი და ესრეთ, ხილუსგან დაბადებულისა უხილავნი იგი...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მიმგებელ (1,20).:

თარგმანი: რაჲსათჳს იყვნენ სიტყჳს-მიმგებელ? — ამისათჳს, რამეთუ მოეცა ღმრთისა მიერ სიბრძნე და შუენიერებაჲ დაბადებულთა. იხილეს და ამას ყოველსა ზედა სიბრძნისა მის მიერ არა იცნეს ღმერთი.

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შეგონება მართალი დოგმატების დაცვისა და შემოქმედის თაყვანისცემისკენ:

...ასწავლა), რომ ჩვენ, ამით წარმართულნი, შესაფერის თაყვანისცემას მივაგებდეთ. და რა უგუნურება იქნებოდა, ქმნილებათა სილამაზით მოხიბლულმა მათზე შეჩერდე და გონების მზერა შემოქმედისკენ არ აღამართო, არ მოუსმინო ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" ()? რას ამბობ, ადამიანო? ცას შეხედე, მის სილამაზეს, ვარსკვლავთა მრავალფეროვნებას, უზომო ბრწყინვალებას უკვირდები? ნუ ჩერდები ამაზე, არამედ გონებით გადადი მათ შემოქმედთან. მზის ნათელმა შენი ყურადღება მიიპყრო: მის დიდ სარგებლიანობას რომ ხედავ, აღტაცებაში მოხვალ, და, როცა ხედავ, რომ მისი სხივები შენს მზერას ანათებს, ამ სტიქიის სილამაზეს უკვირდები? მაგრამ ამაზეც ნუ შეჩერდები, არამედ დაფიქრდი, რომ თუკი ქმნილება ასე საკვირველი და გასაოცარია და ადამიანურ გაგებას აღემატება, მაშინ როგორი უნდა იყოს ის, ვინც მხოლოდ სიტყვითა და ბრძანებით შექმნა ეს? ასევე იმსჯელე მიწის შესახებაც: როცა ხედავ მიწას ყვავილებით შემკულს, ყველგან მცენარეებით დაფარულს, ფერად-ფერადი სამოსივით, ნუ მიაწერ ამ ნაყოფთ მიწის ძალას, არც მზისა და მთვარის ხელშეწყობას, არამედ ღვთისმოსაობით დაფიქრდი, რომ მათ შექმნამდე ღმერთმა მხოლოდ თქვა: **„აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივი...

სრულად ნახვა
საუბარი 2. შესაქმის დასაწყისზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (დაბ 1:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მწვალებლობათა უარყოფა და შექმნის წესრიგი (1:1):

...თი ბრძანებს, მაშინ ყველაფერი ნებას დაუთმობს და დაემორჩილება მის ნებას. ნუ გამოვიძიებთ ღვთის საქმეებს ჩვენი ადამიანური გონებით, არამედ ქმნილებებს, რომ განვიხილავთ, ხელოვანს გავოცდეთ. „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ" ().

4. ქმნილება არაფრისგან (1:1-2)

ხოლო თუ ჭეშმარიტების მტრები დაჟინებით იტყვიან, რომ შეუძლებელია არარსებულისგან რაიმეს შექმნა, ჩვენ ვკითხავთ მათ: პირველი ადამიანი მიწისგან შეიქმნა თუ სხვა რაიმესგან? ეჭვგარეშეა, რომ დაგვეთანხმებიან და იტყვიან, რომ მიწისგან. მაშ, გვითხრან, როგორ წარმოიქმნა მიწისგან ხორცი? მიწისგან შეიძლება იყოს ტალახი, აგური, თიხა, კრამიტი, მაგრამ როგორ წარმოიქმნა ხორცი? როგორ – ძვლები, მყესები, ძარღვები, ქონი, კანი, ფრჩხილები, თმა? როგორ წარმოიქმნა ერთი არსებული ნივთიერებისგან ამდენი სხვადასხვა თვისების მქონე რამ? ამაზე მათ პირის გახსნაც კი არ შეუძლიათ. რას ვამბობ ჩვენი სხეულის შესახებ? გვითხრან პურის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით: როგორ გარდაიქმნება ერთგვაროვანი პური სისხლად, ბალღამ სითხედ, ნაღველად და სხვადასხვა წვენად? პური ძირითადად ხორბლის ფერისაა, ხოლო სისხლი წითელი ან შავია. ამრიგად, თუ ვე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...მნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი. ; ამისთჳსცა ვითარცა სამეუფოსა ადგილსა დამკჳდრებულ არიან თუალნი, სიმაღლესა მას შინა მსხდომარენი უზეშთაეს სხუათა მათ საცნობელთასა. და მათ დაჰბადებს აწ უფალი და მიანიჭებს უთუალოსა მას, და მერმე რაჲთა არა მოგეგონოს, ვითარმედ ნივთი ეჴმარების მას საქმედ, და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას პირველითგან თიჴაჲ იგი, რამეთუ რომელმან არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:

...ნ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.

რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინა სიკეთე და შუენიერებაჲ.

გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, უკუეთუ თივათა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ მისცა გარეშე საჴმრისაცა (რამეთუ რად ეჴმარების თივათა ესოდენი სიკეთე ყუავილოვნობისაჲ), ვითარ შენ არა მოგცეს, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა? უკუეთუ ყოველთა უდარესი იგი ესრეთ შეამკო, შენ, რომელი ყოველთა უპატიოსნეს ხარ, არა გიღუაწოსა, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა და ჯეროან?

ამისთჳსცა ვინაჲთგან ესრეთ კეთილად გამოაჩინა განგებულებაჲ იგი ღმრთისაჲ, ყოველთა ზედა მიწევნული, ზემო სახისა მისგან მფრინველ-თაჲსა, რომელთა ზრდის წამის-ყოფითა მისითა, და აქა კუალად სახითა ამით შროშანთაჲთა, ამისთჳს სამართლად აბრალებს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).:

...ლვების და გულისჴმა-იყოფების კაც-თმოყუარებისა მისისათჳს, რამეთუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაჲთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაჲ, ვი-თარცა იტყჳს მოციქულივე, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და საღმრთოჲ“, რამეთუ აგებულებისაგან სოფლისა და დაბადებისაგან კაცისა სიბრძნე და ჴელოვნებაჲ დამბადებელისაჲ იხილვების, და ესრეთ ბუნებით უხილავი იგი საქმეთაგან სიბრძნისა და ძლიერებისა და განგებულებისა მისისათა იხილვების და გულისჴმა-იყოფების. გარნა აწ წმიდათა გულითა არა ესევითარი ხოლო აღუთქუა ხილვაჲ ღმრთისაჲ გულისჴმის-ყოფითა დაბადებულთაჲთა, რამეთუ ესე შესაძლებელ არს სხუა-თა მიერცა სწავლულთა სოფლიოჲსა სიბრძნითა, უკუეთუ ენებოს ჭეშმარიტსა გულისჴმის-ყოფასა მოსლვაჲ, არამედ სხუასაცა უაღრესსა რასმე ხილვასა ნეტარებაჲ იგი მოასწავებს დამარხულსა წმიდათათჳს გულითა, რომელ-იგი ბუნებასა შინა კაცობრივსა შესაძლებელ არს დატევნად, რომელი მას საუკუნესა განმზადებულ არს წმიდათათჳს, რომელსა ვჰგონებ, თუ იგი არს უაღრესობაჲ ყოველთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ იგი არს სასუფეველი ცათაჲ, ხილვაჲ ღმრთისაჲ, რავდენ-იგი შესაძლებელ არს, არა თუ რაჲ იგი არს, არ...

სრულად ნახვა