თარგმანი გენადისი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ უმეტეს სხუათასა ბრძენ ხართ, არამედ ისმინეთ საკჳრველი ესე განგებულებაჲ ღმრთისაჲ ყოველთა ცხორებისათჳს. რამეთუ ერთკერძო დაბრმეს ისრაჱლნი იგი თჳნიერ მოქცეულთასა, რამეთუ იგინი არა დაბრმეს, გარნა სხუანი-იგი დაბრმეს. და მერმე ღმერთმან თქუენ ზედა მოიყვანა ცხორებაჲ იგი, რომელი მათ უვარ-ყვეს. ხოლო რაჟამს წარმართთაგანნი ყოველნი მორწმუნე ყოფადნი შემოვიდენ სარწმუნოებად, მაშინ იგინიცა არა-მცირედნი მოიქცენ.
Romans 11:25
თარგმანი: იგი არს და ამას საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ უკუანაჲსკნელსა მას დღესა, რაჟამს ღმრთისმსახურნი და მორწმუნენი წარმართთაგანნი ცხოვნდენ, მაშინ ისრაჱლნიცა, ყოველნი რომელნი მორწმუნე ქრისტესა იქმნეს და ღირს არიან ისრაჱლ წოდებად იგინიცა, მათ თანა ცხოვნდენ და არა სრულიად წარწყმდეს ნათესავი ჰურიათაჲ, არამედ იგინი ოდენ, რომელნი ურწმუნოებასა შინა ქრისტესსა იყვნეს, მოკუდენ.
თარგმანი: ესე არს სასწაული სრულიადისა უმეცრებისაჲ, რაჟამს კაცი თჳსსა სიბრძნესა დაამტკიცებდეს, და უფროჲსღა გამოძიებასა შინა ესევითართა საიდუმლოთასა, რომელ არს ესე, ვითარმედ: სიბრმე არა ჟამად-ჟამად არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კერძოდ შეჰყვა ისრაჱლსა. ესე იგი არს, ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს, არამედ ზოგნი; რამეთუ იყვნეს მათ შორის ურწმუნონი მოქცეულნი, და რომელთა მორწმუნე-ყოფაჲ ეგულებოდა. ხოლო სავსება წარმართთა არიან ყოველნი წარმართნი, რომელთა ეგულების მოსლვაჲ სარწმუნოებად, რაჟამს-იგი ყოველნი შემოჴდენ, მაშინღა ჰურიაობასა შინა დაშთომილნიცა იგი მოუჴდენ სარწმუნოებასა, რამეთუ მათთჳს წერილ არს: "დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა მათ შორის განჰმზადო პირი მათი" ().
გენადისი: ესრეთ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუ დიდისა რაჲსმე და საკჳრველისა მეეჭუელ ხართ, რომელნი-ეგე თავთა თჳსთა აცთუნებთ, არამედ ისწავეთ შემოკლებულად საიდუმლოჲ ესე საზარელი: კერძოდ დაბრმობილობასა და ცხორებისაგან განვრდომილებასა, თჳნიერ სხუათა მათ რჩეულთასა ურწმუნოებასა შინა დაშთომილთა მათ ისრაიტელთასა თქუენთჳს თავს-იდებს ღმერთი:...
...მდგომად კიცუსა მას. რამეთუ ვინაჲთგან განისუენა ქრისტემან წარმართთა ზედა, მოვიდენ იგინიცა შურითა კეთილისაჲთა, რავდენთაცა იპოოს ნაწილი ცხორებისაჲ. და ამას მოასწავებს პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოვიდეს. და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს“. ყოვლად მათ უწოდა, რომელნი ცხორებად მოვიდეს, რამეთუ წარწყმედილნი იგი და ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი არცა თუ წოდებად ისრაჱლად ღირს-ყვნა, არამედ შვილად წარწყმედისა; ხოლო დაჯდომაჲ იგი უფლისაჲ კიცუსა ზედა საცნაურ არს, ვითარმედ მომასწავებელი იყო ზემოწერილთა მათ საქმეთაჲ. უკუეთუმცა არა ესრეთ იყო, რაჲსათჳსმცა ესრეთ გამოწულილვით წინაჲთვე ქადაგა წინაჲსწარმეტყუელმან ჰასაკიცა კარაულისაჲ მის, ვითარმედ: „ზეზის იგიო ვირსა კიცუსა“. და ესეცა მოესწავებოდა მაშინ, ვითარმედ დაუყენებელად მოაქცინენ წარმართნი მოციქულთა, და ვითარცა მაშინ აღჰჴსნასა მას ვირისა და კიცჳსასა არავინ სიტყუა-უგო, არცა დააყენნა, ეგრეთვე წარმართთა მიმართ ქადაგებაჲ მათი ვერვინ დააბრკოლა, დაღაცათუ მრავალნი აღუდგეს ბრძოლად, არამედ დაუყენებელად წარემართა საქმე მათი.