მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:2

1. I beseech you therefore, brethren, by the mercies of God, that ye present your bodies a living sacrifice, holy, acceptable unto God, which is your reasonable service.2. And be not conformed to this world: but be ye transformed by the renewing of your mind, that ye may prove what is that good, and acceptable, and perfect, will of God.3. For I say, through the grace given unto me, to every man that is among you, not to think of himself more highly than he ought to think; but to think soberly, according as God hath dealt to every man the measure of faith.
Romans თავი 12
2. And be not conformed to this world: but be ye transformed by the renewing of your mind, that ye may prove what is that good, and acceptable, and perfect, will of God.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას (12,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს, არამედ იქცევის, ვითარცა ქარი, სხუად და სხუად, არამედ თქუენ ნუ იქმნებით მსგავსად მისისა მის დაუდგრომელობისა, არამედ მტკიცედ დეგით ღმრთისმსახურებასა შინა.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ნუ თანა-ხატ-ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (12,2).:

თარგმანი: თანახატ-ქმნაჲ ესრეთ გულისჴმა ყავ, რაჟამს კაცი თანა ებოდის ხატად-ხატადთა ამალებათა სოფლისა ამის წარლისათა, რომლისა ხატობითა რომელობაჲ მისი მოა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ რეს არს: ნაცვათ", რებ... ლეთ... ვითარმედ გ... ...სა თქუენ... გ̃ნბას... კუეთებ... ესრეთ... ცოდვ... და მ̃დის... ...ლისა...

სიტყვა ფერის-ცვალებასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გლოცავ თქვენ, ძმაო, ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნო და სრული (რომაელთა 12, 2).

დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რისთვის იცვალა იესო ქრისტემ ფერი? რისთვის გამოიჩინა მან დღეს თვისი ღვთაებრივი დიდება წინაშე მოწაფეთა? მისთვის, რათა გვაჩვენოს ჩვენ ის დიდება, ის სახე და მდგომარეობა, რომელიც მიეცემა ყოველსა ღირსსა კაცსა მერმესა საუკუნესა შინა. სასუფეველსა შინა ცათასა ყოველნი ცხონებულნი კაცნი ფერსა იცვლიან, ანუ გაბრწყინდებიან, საზომისაებრ მათისა ღირსებისა, ვითარცა იესო ქრისტე მთასა ზედა თაბორისასა, გარნა ეს დიდება და ბედნიერება ვის მიეცემა, და რა პირობით მიეცემა? მიეცემათ მათ, რომელნი აქვე, ამ ცხოვრებაში სცდილობენ გამოიცვალონ ფერი და სახე ცხოვრებისა. მომავალი საუკუნოის ცხოვრება, ანუ ბრწყინვალება, იმ პირობით მიეცემა კაცს, თუ აქვე, ამ საუკუნეშივე გამოიცვლის სოფლის ფერსა და მიიღებს სულიერსა ზეციერსა, წმინდასა სახესა. ამისთვისაც გვლოცავს ჩვენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:

...მოივლინებოდა, მაშინ ისწავლიდა, თუ რასა იტყოდის, და პირველ არა იცოდაა? და რაჲ არს უკუე ამის უბოროტეს, უკუეთუ ესრეთვე ვინ გულისხმა-ყოს სიტყუაჲ ესე და არა გულისხმაჰყოფდეს სიმდაბლისა მის სიტყუათა მიზეზსა? რამეთუ პავლე იტყჳს თავსა თჳსსაცა და მოწაფეთაცა ცებნად, თუ „რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სათნოჲ და სრული“, ხოლო ძემან არა იცოდაა, ვიდრემდე მცნებაჲ მიიღო? და ვითარმცა შესაძლებელ იყო ესე? ჰხედავა, ვითარ ამისთჳს გარდამატებულად დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა იგინი მოაქცინეს და შემდგომთა მათთა პირი დაუყოს? ამისთჳს ესრეთ ფრიადსა სიმდაბლესა აჩუენებს, რაჲთა მის მიერ დაარწმუნოს, რაჲთა გულისხმა-ჰყოფდენ, ვითარმედ არა მისისა ბუნებისანი არიან სიტყუანი ესე, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიმდაბლესა ამათ სიტყუათასა? არამედ რაჲ არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს; ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“. აწ უკუე ცხოველ-ჰყოფს, რომელთაჲცა ენებოს, და თქუმად თავით თჳსით არა ჴელ-ე...

სრულად ნახვა