მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 2:6

5. But after thy hardness and impenitent heart treasurest up unto thyself wrath against the day of wrath and revelation of the righteous judgment of God;6. Who will render to every man according to his deeds:7. To them who by patient continuance in well doing seek for glory and honour and immortality, eternal life:
Romans თავი 2
6. Who will render to every man according to his deeds:
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ (2,4-6).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და გამოჩინებასა სიმართლისა სასჯელისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ (2,5-6).:

თარგმანი: "გამოჩინებასო", რამეთუ მისისა საშჯელისა სიმართლე აწვე და მარადის ჩანს, ხოლო უფროჲს ყოვლისა მაშინ გამოჩნდების, რამეთუ მაშინ ესრეთ უჩუენებს ღმერთი თითოეულსა თჳსსა სიმართლესა, ვიდრეღა თჳთ ცოდვილთა მათ აღიარონ, ვითარმედ ჭეშმარიტად ღირს ტანჯვისა არიან, და არა აქუნდეს სიტყუაჲ.

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):

...დგება. თითოეული ან გვირგვინდება, ან ისჯება იმის მიხედვით, თავად რა ქმნა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (), და კვლავ: „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (). ეს ყველაფერი რომ ვიცით, ყოველგვარი უზრუნველობა მივატოვოთ და მთელი ჩვენი ძალა სათნოებას მივუძღვნათ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვიმყოფებით, სანამ სანახაობა არ დასრულებულა; ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ ამ ხანმოკლე დროში სათნოების ღვაწლი აღვასრულოთ და დაუსრულებელ საუკუნეში ჯილდო მივიღოთ. აი, მართალი ლოტიც, თუმცა ასეთი უამრავი მანკიერი ადამიანის შორის ცხოვრობდა და არც ერთი მიმბაძველი არ ჰყავდა თავისი სათნოებისა, პირიქით, ხედავდა, რომ ყველანი დასცინოდნენ და ეკიცხებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ არ დასუსტდა სათნოებაში, არამედ ისე გაბრწყინდა, რომ ანგელოზების მიღებაც კი იმსახურა, და, როცა ყველანი სრულიად დაიღუპნენ, მხოლოდ ის ერთი ასულებთან ერთად გადაურჩა ქალაქს დატეხილ სასჯელს. მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ. „მოვიდეს, — ნათქვამია, — ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი". ეს დროის მითითება განსაკუთრებული ძალით გვიჩვენე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ამითცა სიტყჳთა საცნაურ არს, ვი-თარმედ სიტყუაჲ იგი, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, მათისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).:

...ლებაჲცა მისი“, რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ; ;

და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა ზედა დიდი კაცთმოყუარებაჲ გუაჩუენა, რამეთუ ვქმნენით ჩუენ მრავალნი ცოდვანი და არა დავსცხერით სიყრმითგანვე სიბერედმდე შეგინებად სულისა, და მათ ყოველთა შენდობაჲ მოგუცა წმიდითა ნათლის-ღებითა, და მოგუენიჭა ჩუენ სიწმიდჱ. და კუალად, რომელმან სიჩჩოჲთგან მიიღოს წმიდისა ნათლის-ღებისა საიდუმლოჲ, და მერმე შემდგომად ამისა შეაგინოს სული თჳსი, იგი ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს, გარნა მასცა განუღო ღმერთმან კარი სინანულისაჲ და მოსცა მრავალი ღონჱ განწმედად ცოდვათა თჳსთა. და ესე ყოველი გულისხმა-ყავ, ვითარისა სახიერებისა სახენი არიან: პირველად, რომელ მოგუცემს სრულიადსა შენდობასა ცოდვა-თასა ნათლის-ღებითა, და კუალად, უკუეთუ ვცოდოთ...

სრულად ნახვა