მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:10

9. Knowing that Christ being raised from the dead dieth no more; death hath no more dominion over him.10. For in that he died, he died unto sin once: but in that he liveth, he liveth unto God.11. Likewise reckon ye also yourselves to be dead indeed unto sin, but alive unto God through Jesus Christ our Lord.
Romans თავი 6
10. For in that he died, he died unto sin once: but in that he liveth, he liveth unto God.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელ მოკუდა ცოდვისათჳს, მოკუდა ერთგზის (6,10).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვისათჳს"? — ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი მისი. ამისთჳს მოკუდა, და არა თუ, ვითარცა სხუანი კაცნი, თანამდებ იყო სიკუდილისა.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეთცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს, და ცხოველად — ღმრთისა, ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,10-11).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ყოვლისა კაცისათჳს უთქუამს, ვითარმედ, ვითარცა მკუდარი მო-რაჲ-კუდეს ერთგზის, მიერითგან უქმ არს ყოვლისავე საქმისა მიმართ, ეგრეცა მკუდარ ქმნულსა ნათლისღებისა მიერ, თანა-აც, რაჲთა მკუდარ იყოს ცოდვისათჳს, და ცხოველ — ღმრთისა, უქმ ბოროტისა და მოქმედ კეთილისა, შეწევნითა ქრისტესითა. რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოდ განცხოელებაჲ, ეგრეთვე დაუცემელად დაცვაჲ კეთილსა შინა ვერ-ვინაჲთ სხჳთ მოიგებვის, თჳნიერ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რომელი მოკუდა ცოდვითა, მოკუდა ერთგზის (6,10).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვითა"? — ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი, ამისთჳს მოკუდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის