თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ქრისტეს თანა ცხოველ ვიყვნეთ", აწ კუალად მისთჳსვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სთქუათ თუ — ვინაჲ საცნაურ არს ესე, — გარნა უწყოდეთ, ვითარმედ, ვითარცა-ესე გულსავსე ვართ, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე არღარა მოკუდეს, ეგრეთვე ჩუენთჳს გჳღირს გულსავსეობაჲ, ვითარმედ, ვითარცა-იგი უკუნისამდე ცხოველ არს, ჩუენცა უკუნისამდე ცხოველ ვიყვნეთ.
Romans 6:9
8. Now if we be dead with Christ, we believe that we shall also live with him:9. Knowing that Christ being raised from the dead dieth no more; death hath no more dominion over him.10. For in that he died, he died unto sin once: but in that he liveth, he liveth unto God.
Romans თავი 69. Knowing that Christ being raised from the dead dieth no more; death hath no more dominion over him.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
მოციქულისაჲ: რომელთა-ესე უწყით, ვითარმედ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, სიკუდილი მის ზედა არღარა სუფევდეს (6,9).:
თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
მოციქულისაჲ: უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (6,8-9).:
სრულად ნახვამოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელთა-ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მამართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).
თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის