მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 8:26

25. But if we hope for that we see not, then do we with patience wait for it.26. Likewise the Spirit also helpeth our infirmities: for we know not what we should pray for as we ought: but the Spirit itself maketh intercession for us with groanings which cannot be uttered.27. And he that searcheth the hearts knoweth what is the mind of the Spirit, because he maketh intercession for the saints according to the will of God.
Romans თავი 8
26. Likewise the Spirit also helpeth our infirmities: for we know not what we should pray for as we ought: but the Spirit itself maketh intercession for us with groanings which cannot be uttered.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენდა (8,26).:

თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი სულებცა ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან", და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ და აღადგინებედ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა, და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა სულ ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული. რამეთუ, ვინაჲთგან არა ვიცით კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, იგი ვითხოით, ამისთჳს მაშინ მოვიდის ერთსა ვისმე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ და ითხოვნ ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლინ, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული. და ვითარმედ სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი იგი, იგი სულთ-ითქუამს სიღრმითა გულისაჲთა, რომლისაცა სახე არს აწ დიაკონი,...

სრულად ნახვა
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა (8,26).:

თარგმანი: რაჲთა არა, გესმა რაჲ მოთმინებით მოლოდებაჲ, შეორგულდე შიშითა ჭირთა შემთხუევისაჲთა, ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: ნუ გეშინინ, არა გიტევებს შენ სული იგი მადლისაჲ შეუწევნელად შრომათა შინა სათნოებისათა, რამეთუ ჩუენ ყოვლად უძლურ ვართ და ვერცაღა მოთმინებისა წარმართებად შემძლებელ ვართ თჳნიერ სულისა წმიდისა თანა-შემწეობისა.

ჳკუმენისი: ესრეთ გეტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ შენ შურებოდი მოთმინებით, უეჭუელად მიიღებ შეწევნასა სულისა წმიდისასა; ხოლო უკუეთუ შენ უდებ-ჰყო მოქმედებაჲ სათნოებისაჲ, ცალიერ იქმნები თანაშემწეობისაგან მისისა.

თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენდა (8,26).:

თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი "სულებცა" ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან". და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ

და აღადგინებნ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა; და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა "სულ" ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ. და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული, რამეთუ, ვინაჲთგან არა იცოდეს ყოველთა კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, მას ითხოვდიან, ამისთჳს მოვიდის მაშინ რომელთამე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ, და ითხოვდიან ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლიდიან, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული და იტყჳს, ვითარმედ: სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი ესე, იგი სულთ-ითქუამს სიღრმეთა შინა გულისათა...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვა და ლოცვა — სულის იარაღი:

...თს. „უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა"; არამხოლოდ აღარ ვეძიებ, ამბობს, ამ უბედურებებისგან გათავისუფლებას, არამედ დიდი სიამოვნებით ვიქადი მათში. ხედავ, რა მადლიერი სულია? ხედავ, რა სიყვარული აქვს ღვთის მიმართ? ისმინე, კიდევ რას ამბობს: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით" (), — ანუ ჩვენ, როგორც ადამიანები, ყველაფერი დაწვრილებით ვერ შეგვიძლია ვიცოდეთ. მაშ, ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედს უნდა მივანდოთ და მხიარულებითა და დიდი სიხარულით მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის განგვისაზღვრავს, და არა იმაზე ვიყუროთ, რაც მოვლენები ჩვენ გვეჩვენება, არამედ იმაზე, რა სწადია ღმერთს. ის, ჩვენზე უკეთ იცის რა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იცის ისიც, როგორ მოაწყოს ჩვენი ცხონება.

6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი

მაშ, ჩვენი მხრიდან ერთადერთი საქმე იყოს მუდმივად ლოცვაში ყოფნა და ნუ ვიდრტვინოთ თხოვნათა სწრაფად აუსრულებლობაზე, არამედ დიდი მოთმინება გამოვიჩინოთ. ღმერთი იმიტომ არ ჩქარობს ჩვენი თხოვნების შესრულებას, რომ არ სურს მათი მიღება, არამედ იმიტომ, რომ სურს გვასწავლოს მოშურნეობა (ლოცვისადმი) და მუდმივად თავისკენ მოგვიზიდოს. ისევე როგორც შვილისმოყვარე მამა, მაშინაც, როცა შვილი ხშირად ეხვეწება, არ ასრულებს მის...

სრულად ნახვა