მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:11

10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.12. ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომანი რაჲმე არიან თქუენ შორის (1,11).:

თარგმანი: რაჲთა არა უარ-ჰყოფდენ შეცოდებასა და ცთომასა მათსა, ამისთჳს პირველვე თქუა, ვითარმედ: მეუწყა მე ქლოველთაგან. ქლოველნი არიან წოდებულ წინამძღუარნი იგი, რომელნი იყვნეს მათ შორის, რომელთაცა მიუწერეს ყოველივე იგი მოციქულსა, რამეთუ "ქლოველი" გამოითარგმანების გამომეძიებელად; და ეტყჳს მათ, რომელნი-იგი მათ შორის გამომეძიებელნი იყვნეს და წინამძღუარნი, თავნი ერისანი.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოელთა მათგან (1,11).:

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი

პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1). ჩინებულად სახელის-დებითა თავისა თჳსისაჲთა დასაბამსავე სიტყჳსასა დაამჴობს ყოველსა ზუაობასა კორინთელთასა, ვითარმედ: უკუეთუ თჳთ მე, პავლე, არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ ჩინებითა და წოდებითა ჴელთდასხმულ ვარ მადლსა ამას მოციქულებისასა, ვითარ თქუენ თავით თჳსით ჴელთდასხმულ იქმნებით მოძღურად, ანუ რომელთა-ეგე მოძღუარ და წინამძღუარ ქრისტე არს, რაჲსა შეიწყნარებთ მოძღურებასა თჳთმომზრახთა კაცთასა, რომელნი-ეგე არა ნებითა ღმრთისაჲთა გმოძღურიან, არამედ თავით თჳსით? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ ესე არს, რაჲთა ჩემისა მიერ მოციქულებისა გექადაგოს თქუენ.

მოციქულისაჲ: და სოსთენე ძმაჲ (1,1).

თარგმანი: ესე არს გარდამატებულებაჲ პავლეს სიმდაბლისაჲ, რომელ კნინღა და უცნაურსა ვისმე, ვითარცა ყოვლად საცნაურსა, ეგრეთ იზიარებს ებისტოლესა შინა თჳსსა. რამეთუ ესე სოსთენი ოდესმე შესაკრებელის მთავარ ჰურიათა იყო, რომელი-იგი წინა-აღუდგებოდა-ცა პავლეს, წინაშე ღალიონოჲსსა.

მოციქულისაჲ: ეკლესიასა ღმრთისასა, რომელ არს კორინთეს შინა...

სრულად ნახვა
სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ქლოველთაგან (1,11).:

თარგმანი: ქლოველნი არიან წოდებულ მძღუარნი იგი, რომელნი იყვნეს მ, რომელთაცა მიუწერეს ყოველივე სა, რამეთუ ქლოველი გამოითარგნების გამომეძიებელად, რომლნი-იგი მათ შორის გამომეძიებელნი იყვნეს და წინამძღუარნი, თავნი ერისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის