მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:10

9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაჲ (1,10).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა მე თავით ჩემით გევედრებოდე, არა კმა ვარ დარწმუნებად თქუენდა. ამისთჳს უკუე ქრისტეს მიერ გევედრები, რამეთუ თავადი იგი ქრისტე, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ, იგი გლოცავს, რაჲთა არა იქმოდით განწვალებათა, რაჲთა ეკლესიისა გუამი არა განიწვალოს.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი (1,10).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მე თჳთ თავით ჩემით არა კმა ვარ მვედრებელად, ამისთჳს თჳთ მასვე თქუენგან გინებულსა ქრისტესა შემოვიყვანებ მვედრებელად, და მის მიერ გლოცავ თქუენ მასვე ზრახვად, რაჲთა ერთზრახვა იყვნეთ ყოველნი. რამეთუ მრავალმზრახვალობამან თქუენმან, არა ხოლო მრავალ ნაწილები ეგე თქუენი ვერ სრულ-ყო, არამედ თჳთ ერთიცა იგი სრულებაჲ ეკლესიისაჲ მიმოგანჭრა და განაბნია.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის