მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:13

12. ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.13. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
13. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

...რომელი მოსცა კაცთა ნათლის-ღებისა მიერ, და აწ შესძინა თქუმად მისისა მის მიზეზისა, და არარაჲთ უდარეს მის ქველისმოქმედებისა, რომელ არს ჯუარისამიერი იგი. ვითარცა-იგი პავლე ეტყოდა რაÁ კორინთელ-თა, ესე ორნივე ერთბამად თქუნა, ვითარმედ: „ნუუკუე პავლე ჯუარსეცუა თქუენთჳს? ანუ სახელსა ზედა პავლესსა ნათელ-იღეთა?“ რამეთუ ყოვლისა უფროჲს ესე ორნი საქმენი გამოაჩინებენ გამოუთქუმელსა მას კაცთა მიმართ სიყუარულსა მისსა, რამეთუ მტერთა თჳსთათჳს მოკუდა, რამეთუ ჩუენ ყოველნი მაშინ მტერ მისა ვიყვენით, და რომელ არა ესე ოდენ, არამედ ნათლის-ღებისა მიერ სრულსა ცოდვათა შენდობასა მოგუანიჭებს. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ცხადად, თუ: მეგულების ჯუარცუმაჲ, არამედ ძუელისა მის სახისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ? ერთად, ამისთჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ ძუელი იგი მახლობელ არს ახლისა და ზიარ მისა და არა უცხო, და მერმე, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა იძულებით მივიდოდა ჯუარ-ცუმად, და კუალად, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ მისი არარაჲ ვნებაჲ იყო საქმჱ იგი, და ვითარმედ სხუანი ყოველნი მისგან ცხოვნდებოდეს. რაჲთა არა თქუას ვინმე, თუ: ვითარ აცხოვნოს ჯუარცუმულისა და მოკლულისა სარწმუნოებამან ვინმე? ამისთჳს ძუელისა მის საქმისა მიმართ მიგჳყვანნა, რაჲთა მოვიგონოთ, უკუეთუ რვალისა გუელსა ჰხედვიდეს ჰ...

სრულად ნახვა