თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: და რად ჰმადლობ არა-ნათლისცემისათჳს, — ამისთჳს პირველვე თქუმისა თქუა მიზეზი, ვითარმედ: ამისთჳსო, რაჲთა არავინ თქუას თუ სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც; რამეთუ უკუეთუ სხუათა მათ უნდოთა ნათელ-სცეს და ეგოდენი განწვალებაჲ იქმნა, ვიდრეღა მათითა სახელითა წოდებულ იყო თითოეული, მაშა უკუეთუ ყოველთადა პავლეს ნათელ-ეცა, არამცა ყოველთა პავლეს სახელი დაედვა თავთა თჳსთა ზედა და არა ქრისტესი?
1 კორინთელთა მიმართ 1:15
14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,15. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.16. ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1