მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:16

15. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.16. ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
16. ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ შიშისათჳს საუკუნოთა სატანჯველთაჲსა:

...მონაჲ იყო; აბრაჰამ მოხუცებული იყო; იობ განსაცდელსა მიეცა დიდსა; ლაზარე გლახაკი იყო და უძლური; ეგრეთვე ტიმოთე უძლურებასა შინა იყო; აკჳლა მეპრატაკე იყო; ლუდია ძოწეულისმოფარდული იყო; კორნელიოს ასისთავი იყო; სტეფანა მესაპყრობილეთმცველი იყო, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „ნათელ-ვეც სახლსა სტეფანაჲსსა“; ონისიმე მონაჲ იყო, განდგომილი უფლისა თჳსისაგან.

ხოლო თავთა მათთჳს მოციქულთა ყოველთა იცით, ვითარ მეთევზურ და მეზუერე იყვნეს ვიეთნიმე, და ამათ ყოველთა არარაჲ ექმნეს საქმენი ესე დამაყენებელ ცხორებისაგან საუკუნოჲსა, არამედ ყოველნი მიიწინეს სასუფეველად საქმეთა მიერ კეთილთა. და რად ვიტყჳ მათ ხოლო, არამედ ავაზაკნიცა და მეძავნი და მეზუერენი ცხონდეს.

ამისთჳს არარაჲ ვის გუაქუს მიზეზი, რამეთუ გონებაჲ ხოლო საჴმარ არს ჩუენდა და ნებაჲ კეთილი. და რომელსაცა საქმესა შინა ვინ იყოს, უკუეთუ ენებოს, ძალ-უც მოგებაჲ სათნოებათაჲ. ვისწრაფოთ უკუე სათნოყოფად ღმრთისა, ვინაჲთგან ყოველთა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა დამკჳდრებად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა