თარგმანი: ვინაჲთგან შეაშინნა იგინი დაცემითა, რომელნი-იგი მრავალგზის განცდილ იყვნეს განსაცდელითა, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რაჲსა გუაშინებ; აჰა მრავალი შეგუმთხუევიეს კუეთებაჲ განსაცდელთაჲ და არა დაცემულ ვართ", — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ჯერეთ არარაჲ შეგმთხუევიეს თქუენ დიდთა და მძიმეთა განსაცდელთაგანი თჳნიერ მცირისა რაჲსმე და უნდოჲსა, რამეთუ "კაცობრივობაჲ" — "სიმცირისა" ნაცვალი არს.
1 კორინთელთა მიმართ 10:13
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იქადდეს, ვითარმედ ვიდევნენითო და ღუაწლი დავითმინეთ ფრიადი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა შემთხუეულ არს თქუენდა მძიმე განსაცდელი, გარნა სუბუქი და უნდოჲ, რამეთუ კაცობრივად მცირესა იტყჳს.
...ევა ისინი და თავისი შველა აღუთქვა: „ნუ გეშინინ, — ამბობს, — რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა". შენთვის, ამბობს, არის ის, ვინც შენს მწუხარებას შეგიმსუბუქებს, ვინც არ დაგიშვებს განსაცდელთა ტვირთის ქვეშ დაღუპვას, ვინც განსაცდელთან ერთად შემსუბუქებასაც მოგანიჭებს და ჩვენი ძალის ზემოთ უბედურებებს არ მოავლენს (). მაშ, რატომ დარდობ? რატომ მწუხარებ? რატომ დრტვინავ? რატომ სულმოკლეობ? ნუთუ ის დაგვტოვებს, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია — თუ მოთმინებას, სიმტკიცესა და მადლიერებას გამოვიჩენთ? ნუთუ გარემოებები, რაც არ უნდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყოს, უფრო ძლიერია ჩვენი უფლის სიბრძნეზე? მხოლოდ ჩვენი მოვალეობა ავასრულოთ, მხოლოდ გულწრფელი რწმენა და იმედი ვიქონიოთ ჩვენი სულების მოამაგის სიბრძნისა. ხოლო ის, ჩვენზე უკეთ იცის რა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო, აუცილებლად ისე მოაწყობს ყველაფერს, როგორც მისთვის შესაფერისია და ჩვენთვის სასარგებლო, რათა ჩვენც მივიღოთ ჯილდო მოთმინებისთვის და მისი კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...ნ იცის, გავუძლებთ, რათა შემდეგ ჩვენც მოთმინებისთვის შესაფერისი ჯილდო მოგვანიჭოს და საკუთარი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს, რის შესახებაც პავლეც ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად" (). ვინაიდან ეს მართალიც სიმტკიცესა და მოთმინებას იჩენდა, ღვთის რწმენით რომ გაუძლო კიდობანში ყოფნას, ამიტომ ნათქვამია: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". შემდეგ, რათა მისი სიყვარულის უფსკრული შეიცნო, საღვთო წერილი დასძენს: "და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა".
შეხედე, როგორ აკეთებს ყოველივეს ადამიანის პატივისცემით! როცა ადამიანები წარღვნისგან იღუპებოდნენ, მათთან ერთად ყველა უტყვი ცხოველიც დაღუპა: ისევე ახლაც, სურს რა თავისი სიყვარულის გამოჩენა მართლის მიმართ, მისი პატივისცემით თავის სახიერებას უტყვ ცხოველებზეც, მხეცებზეც, ფრინველებზეც და ქვეწარმავლებზეც ავრცელებს. "მოეჴსენა, — ამბობს, — **ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა... და... რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა: და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და...