თარგმანი: დაღაცათუ ხილულნი და გრძნობადნი იყვნეს მანანაჲცა და წყალი, არამედ სულიერი და დაფარული ძალი აქუნდა საღმრთოთა ამათ საიდუმლოთაჲ მანანასა — ჴორცისა, ხოლო წყალსა — სისხლისა საუფლოჲსაჲ, რამეთუ არა ბუნებითთა ადგილთაგან, არამედ ზეშთა ბუნებისა ადგილთაგან საკჳრველებით მოეცემოდეს; მანანაჲ მწყერმარჴილითურთ —ჰაერისაგან და ქართა, ხოლო წყალი — კლდისაგან, რომლისა მიერ არა ხოლო ჴორცთა, არამედ სულთაცა მათთა გამოზრდაჲ იქმნებოდა, რაჟამს საკჳრველებათა მიერ უფროჲს აღემატებოდა სარწმუნოებაჲ მათი ღმრთისა მიმართ. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საზრდელისათჳს, არარაჲ დაჰრთო ესევითარი, რამეთუ არარაჲ უჴმდა განმაცხადებელი, ვინაჲთგან არა ხოლო საკჳრველებით ოდენ მოცემულ იყო, არამედ სახითაცა უცხო სხჳსა საზრდელისაგან. ხოლო მო-რაჲ-ვიდა "სასუმელსა", რაჲთა არა ლიტონად და ბუნებითად საქმედ ვინმე შეჰრაცხოს, რამეთუ წყალი იყო ჩუეულებისაებრი სასუმელი, ამისთჳს ზედა-დაჰრთო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ სუმიდეს სულისა შედგომილისაგან კლდისა, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჟამცა ხილულ...
1 კორინთელთა მიმართ 10:4
...ბანილ იყვნეს მუნ ბრმანი, და არარაჲ ესევითარი იპოვა, არამედ მუნცა ძალი ქრისტესი იყო. ამისთჳს თარგმანებაჲცა სახელისაჲ შესძინა მახარებელმან, ვითარმედ: „რომელი ითარგმანების მოვლინებულად“ (9,7); ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“. ვითარცა უკუე კლდე იყო ქრისტე სულიერი, ეგრეთვე სილოამი არს სულიერი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ მეყსეულად მოსლვაჲ იგი წყლისაჲ მის მოასწავებს საიდუმლოსა დაფარულსა, რომელ არს მოულოდებელობაჲ იგი გამოჩინებისა მისისაჲ.
არამედ იხილე ბრმისა მის გონებაჲ, ყოველსა ზედა მორჩილი, რამეთუ არა თქუა ყოლადვე, ვითარმედ: უკუეთუ თიჴაჲ ესე არს და ნერწყუაჲ, რომელმან აღმიხილნეს თუალნი, რადღა საჴმარ არს ჩემდა სილოამ? ხოლო უკუეთუ სილოამი საჴმარ არს, რად საჴმარ არს ნერწყუაჲ ესე, და თიჴაჲ რაჲსათჳს მცხო, ანუ რაჲსათჳს მიბრძანა დაბანაჲ? გარნა არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ ერთისა საქმისა მიმართ ოდენ განმზადებულ იყო, რაჲთამცა ყოველსა ზედა ბრძანებული მისი აღასრულა. უკუეთუ კულა ვინ იტყოდის, თუ: ვითარ, მოიჴადა რაჲ თიჴაჲ იგი, მაშინ აღიხილნა, ვინაჲთგან იგი იყო თუალთა მისთა აღმასრულებელი? არარაჲ სხუაჲ ვჰრქუა მას, გარნა ესე, ვითარმედ: ჩუენ არა უწყით, თუ ვი-თარ იქმნა. და...