თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად გულისჴმის-საყოფელ არს პილატესთჳს და ჰჱროდესთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა ჰურიათასა, რომელნი-იგი უმეცარ იქმნნეს ჯუარისა მიერსა მას ცხორებასა კაცთა ნათესავისასა.
1 კორინთელთა მიმართ 2:8
7. არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.8. რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა.9. არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2