თარგმანი: სამ არიან ნივთნი მართალთანი: ოქროდ სახელდებული იგი განწმედილი ღმრთისმეტყუელებაჲ, და ვეცხლად წოდებული კრძალულებითი ცხორებაჲ, და ანთრაკად გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ქვებად პატიოსნებად წოდებულნი საღმრთონი გულისსიტყუანი.
და კუალად, სამ არიან ნივთნი ცოდვილთანი: ძელად წოდებული —ნივთთ მოყუარებაჲ, და თივად სახელდებული — ცხორებაჲ პირუტყუებრი, და ლერწამ თქუმული — გულისსიტყუანი ვნებულნი. რამეთუ შემდგომად სარწმუნოებად მოსლვისა მართალთა კრებული აშენებს სარწმუნოებასა ზედა, ნივთად მდგმოდ, საქმეთა კეთილთა, მიმსგავსებულთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვათა პატიოსანთასა; ხოლო ცოდვილნი — საქმეთა ბოროტთა, სახედ ნივთისა ადვილად აღსაგზებელისა, რომელი-იგი ღირს არნ მერმისა მის ცეცხლისა.