თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ თითოეულისა საქმე ცხად იქმნეს, რამეთუ დღე საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს. ესე იგი არს, ვითარმედ თითოეული საქმე აქა, ვითარცა ბნელსა შინა, იქმნების, და უცნაურად იფარვის ღამისა მიერ, რამეთუ ვითარებაჲ მისი დღემან მან საცნაურ ყოს, მის საუკუნოჲსა ერთ დღედ წოდებულისამან, რომელ არს ცეცხლითა გამოჩინებადი იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ. რამეთუ ცეცხლი არს გამომცდელ ოქროობასა ანუ ძელობასა, ვეცხლობასა ანუ ლერწმობასა, ქვა პატიოსან ყოფასა ანუ თივაობასა თითოეულისა საქმეთასა.
1 კორინთელთა მიმართ 3:13
12. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა,13. კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს.14. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3