მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:10

9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.11. და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

თარგმანი: ვინაჲთგან იყვნეს ვინმე კორინთელთა შორის, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "კაცთმოყუარე არს ღმერთი; შეუნდობს ყოველთა ცოდვილთა და სასუფეველსა შეიყვანებს სიმრავლითა სიტკბოებათა თჳსთაჲთა", ამისთჳს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რომელნი ამას იტყჳთ და ყოფად ესავთ, რამეთუ ნამდჳლვე ყოვლად საცთურეან არს მოლოდებაჲ კეთილისაჲ და მიმთხუევაჲ ბოროტისაჲ. ამისთჳსცა პირველად მსიძავთაჲთ იწყო, რაჲთა ამხილოს სიძვასა შთავრდომილსა მას, და შემდგომითი-შემდგომად წარმოთქუნა მიზეზნი, სასუფეველით განმაგდებელნი ჩუენნი.

ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, თუ რაჲსათჳს მომთრვალენი მემრუშეთა და კერპთმსახურთა თანა აღრიცხუნა; პირველად ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის ქმნილ არს მთრვალობაჲ მიზეზ ორთავე ამათ — მრუშებისაცა და კერპთმსახურებისაცა; ვითარ-იგი ისრაიტელთა წინა-წარიძღუანეს მთრვალობაჲ და ეგრეთღა შეუდგინეს კერპთმსახურებაჲ. ხოლო მეორედ, რამეთუ არა უფროჲს უმცირესობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და...

სრულად ნახვა
თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ მომთრვალენი და მაგინებელნი მემრუშეთა თანა და კერპთმსახურთა დააწესნა? პირველად, რამეთუ ქრისტემანცა ბრძანა, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა, და რამეთუ ისრაჱლნი მთრვალობითა მოვიდეს კერპთმსახურებად, და მეორედ, რამეთუ კორინთელნი იტყოდეს თუ ესევითარნი საქმენი არა დაუჴშვენ კაცთა სასუფეველსა, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რამეთუ ესე ყოველნი კაცსა სასუფეველისაგან გამოაგდებენ. ხოლო სატანჯველი ამათ ყოველთაჲ არა სწორი იყოს, არამედ განყოფილი თითოეულისა ღირსებისაებრ.

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...რთათვის უსიამოვნონი არიან, მონათა თვალში – საზიზღარნი, და ყველასთვის, ვინც წესიერებას ოდნავ მაინც იცნობს, – სასაცილონი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი უზომოებითა და უდროო და წარმწყმედელი გაუმაძღრობით ღვთის რისხვას იწვევენ. „მომთრვალეთა..., – ნათქვამია, – სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (). რა შეიძლება იყოს უფრო საწყალობელი იმ ადამიანებზე, რომლებიც მოკლე და წარმწყმედელი სიამოვნების გამო სასუფევლის კარიბჭიდან გამოიგდებიან? მაგრამ ნუ იქნება, რომ ვინმე აქ შეკრებილთაგანი ამ ვნებას მიეცეს; პირიქით, ყველანი, დღევანდელი დღეც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობითა და უმანკოებით გავატაროთ, და ლოთობისგან წარმოშობილ ქარიშხალსა და ღელვას რომ გავერიდეთ, სულთა ჩვენთა ნავსადგურში, ესე იგი მარხვაში, შევიდეთ, და მის მიერ ბოძებული სიკეთე უხვად მივიღოთ. როგორც საჭმლის უზომოება კაცთა მოდგმისთვის ურიცხვი ბოროტების მიზეზი და წყარო ყოფილა, ისე მარხვა და მუცლის (სიამოვნებათა) უგულებელყოფა ჩვენთვის ყოველთვის გამოუთქმელი სიკეთის მიზეზი იყო. თავიდანვე ადამიანის შექმნისას, რადგან იცოდა, რომ ეს წამალი სულის ცხონებისთვის ძალზე საჭირო იყო, ღმერთმა მაშინვე, თავიდანვე პირველქმნილს შემდეგი მცნება მისცა: **„ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხი...

სრულად ნახვა