მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:9

8. არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? (6,9).:

თარგმანი: არა მტყუვარობისა, არამედ უსამართლოებისა თქუმაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ უსამართლოებაჲ ზოგადი სახელი არს ყოველთა ცოდვათა და შჯულისა გინა მცნებისა გარდასლვათაჲ, რომელი-ესე ზოგად ყოველთა შესაშინებელ ყო მოციქულმან. და ამიერ ყო დაწყებაჲ შენებათა თჳსთაჲ.

თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ მომთრვალენი და მაგინებელნი მემრუშეთა თანა და კერპთმსახურთა დააწესნა? პირველად, რამეთუ ქრისტემანცა ბრძანა, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა, და რამეთუ ისრაჱლნი მთრვალობითა მოვიდეს კერპთმსახურებად, და მეორედ, რამეთუ კორინთელნი იტყოდეს თუ ესევითარნი საქმენი არა დაუჴშვენ კაცთა სასუფეველსა, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რამეთუ ესე ყოველნი კაცსა სასუფეველისაგან გამოაგდებენ. ხოლო სატანჯველი ამათ ყოველთაჲ არა სწორი იყოს, არამედ განყოფილი თითოეულისა ღირსებისაებრ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...ლთა და მტერ უცნაურ ექმენ ბუნებასა, შეურაცხ-ყავ ღმერთი, შეწირე თავი შენი ჩემდა. და კერპთა ცხოვარსა და ზროხასა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ იტყჳს: შეწირე სული შენი ჩემდა, და ისმენ მისსა?

ჰხედავა, ვითარნი ბუნებანი ჰქონან? ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ ანგაჰრნი“, ; და არავე ეშინის. და ესე გულისთქუმაჲ უუძლურჱს არს ყოველთა გულისთქუმა-თასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ არს, თუ არა, პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქროჲ არა იყო, არცა ვის უყუარდა ოქროჲ, არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თითოეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად, და ესრეთ განეფინა სენი ესე; რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრჱ, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რაჲთა მათ წარჰჴდენ, და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა. გარნა არცა ესრეთ აქუს ვეცხლისმოყუარეთა სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთაცა შინა და უდაბნოთა. გარნა და-ღაცათუ უპოვარებაჲ ვერ ძალ-გიც, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებთ, რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:

...ბასა იქმს სიტყუაჲ იგი და ვითარ აღაორძინებს ბოროტსა. ეგრეთვე მსგავსად პავლეცა იტყჳს: „ნუ სცთებითო: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“. აჰა ესერა მეძავთა და მემრუშეთა თანა მაგინებელნიცა განასხნა სასუფეველისაგან, და სამართლად ქმნა ესე, რამეთუ მაგინებელი სიკეთესა მას სიყუარულისასა ავნებს, და მოყუასსა მრავალსა მწუხარებასა შთააგდებს, და გესლსა მტერობისა და ძჳრის-ჴსენებისასა შემოიღებს შორის, და ასოთა ქრისტესთა ურთიერთას განჰყოფს, და საწადელსა მას და ღმრთისა საყუარელსა მშჳდობასა განიოტებს დღითი-დღე და გინებათა მათ მიერ განაძლიერებს ეშმაკსა თავსა ზედა თჳსსა.

ამისთჳს ქრისტესა ენება რაჲ ძარღუთა მისთა შეჭრაჲ, რჩული ესე საღმრთოჲ დაგჳდვა, რაჲთა პატივისმცემელ ვიყვნეთ ურთიერთას, არა მაგინებელ და შეურაცხისმყოფელ, არამედ რაჲთა განვიშოროთ ყოველი მტერობაჲ და სიძულილი, და სიყუარული შევიტკბოთ. რამეთუ დიდად სთნავს სიყუარული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, და სიყუარული არს დედაჲ ყოველთა კეთილთაჲ, სასწაული ქრისტეს მოწაფეთაჲ და სრულმყოფელი ყოვლითურთ ჩუენისა ამის ნაკლულევანებისა და სიგლა...

სრულად ნახვა