მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:14

13. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას.14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.15. ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას, რამეთუ განწმდების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა, და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა (7,13-14).:

თარგმანი: იგივე შჯული ამცნო ცოლსა, რაჲ-იგი ქმარსა, და მერმე ზოგად განუქარვებს იჭუსა მორწმუნესა მას კერძოსა, რაჲთა არა განჴადოს ურწმუნოჲ იგი შიშითა შეგინებისაჲთა. ამისთჳს გამოაჩინებს სიმდიდრესა სარწმუნოებისასა, რაჟამს არა თავით თჳსით წმიდად, არამედ მორწმუნისა მიერ განწმედილად უწოდს ურწმუნოსა მასცა, რომლითა ზოგად ნუგეშინის-სცემს მორწმუნესა, და თანად უჩუენებს ურწმუნოსა მას სიმდიდრესა ქრისტიანეთა სარწმუნოებისასა, ვითარ არა ხოლო თჳთ წმიდა, არამედ სხუათაცა განმწმედელ არიან მორწმუნენი, რაჲთა ესრეთ სურვილად სარწმუნოებისა მოიყვანოს იგი.

თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ განიწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან და განიწმიდნების ცოლი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან (7,14).:

თარგმანი: რაჲთა არა იშიშვოდის მორწმუნე იგი კერძი ურწმუნოჲსა მის თანა ყოფად, ამისთჳს ნუგეშინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინის, რამეთუ შენი სიწმიდე სძლევს და ვერ გძლევს მისი ურწმუნოებაჲ, თუმცა შეგინებულ გყო შენ. ხოლო არა თუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ურწმუნოჲ იგი მეუღლე წმიდა იქმნების, არამედ ნუგეშინისსაცემელად ეტყჳს, ვითარმედ საქმისა მისთჳს ქორწინებისა წმიდა არს შენი საქმე, დაღაცათუ მეუღლე იგი თავით თჳსით არაწმიდა არს. და შვილნი თუ გესხნენ, წმიდა არიან, არა თუ არაწმიდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის