თარგმანი: ჰხედავა, ვითარ სოფლიოჲ ოდენ შეერაცხების ზრუნვად, რომლითა უზრუნველ ყოფაჲ ჩუენი ენება მოციქულსა, ხოლო უფლისა სათნო-ყოფისა ზრუნვასა ჭეშმარიტად უზრუნველობად შეჰრაცხს! ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, თუ რაოდენ უმაღლეს არს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ სათნო-ყოფასა ცოლისსა.
1 კორინთელთა მიმართ 7:33
32. და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,33. ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა.34. განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7