თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე უშუერება-ჰგონებდეს ქალწულისა თჳსისა, აღზრდილ თუ იყოს, ესრეთ უმჯობეს ყოფასა, რომელი ჰნებავს, ყავნ; არა ცოდავს; იქორწინედ. ესე იგი არს, ? ვითარმედ: უკუეთუ ვისმე უშუერება ბუნებისა შეერაცხოს ღმრთისად განკუთნვაჲ, და ვითარ-იგი უმჯობეს არს, ქალწულად დაცვაჲ აღზრდილისა და ჰასაკად მოსრულისა ასულისა თჳსისაჲ, — რაჲცა უნდეს, იგიცა ყავნ. რამეთუ მე უმჯობესობაჲ მითქუამს ქალწულებისაჲ, ხოლო ორივე უცოდველ არს — კრძალულებით ქალწულებაჲცა და შჯულიერად ქორწინებაჲცა.
35. ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად.36. უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.37. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7