მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:27

26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო (9,27).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვაჭირვებ ჴორცთა, ესე იგი არს, არა უტევებ მუცელსა აღვსებად, არამედ ვაჭირვებ მას და შევაიწრებ, რაჲთა არა კრთოდის გულისთქუმათა მიმართ. და ესრეთ მორჩილ ჩემდა ვჰყოფ საღმრთოთა საქმეთა მიმართ, რამეთუ არა კმა არს ჩემდა ქადაგებაჲ ესე ოდენ, უკუეთუ არა თავითცა ჩემით დავსძინო მას მოღუაწებაჲ რაჲმე, რაჲთა არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილებით და თჳთ სახის ჩუენებით მოძღუარ ვიყო ყოველთა.

ამას რაჲ იტყოდა მოციქული, ამხილებდა მათ ნაყროვნებასა, რომელნი არარაჲსა სხჳსა, არამედ ნაყროვნებისაგან ძლეულნი ჭამდეს ნაზორევსა. ამას თანა დაუმტკიცებს, ვითარმედ, ვითარ-ესე ჩემდა ქადაგებაჲ ოდენ, ეგრეთვე არცა თქუენდა სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს, უკუეთუ არა დაიმონნეთ ჴორცნიცა.

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ამაო დიდების ამაოება და საუკუნო სამსჯავრო:

...დიდი და მაღალი კაცი, თითქოს ფრთებზე მთელი ქვეყნიერება რომ მოიფრინა, ხორციელ საჭიროებებს რომ აღემატა და გამოუთქმელი სიტყვების მოსმენის ღირსი გახდა, რომელიც მანამდე არავის არ ესმოდა, თავის ეპისტოლეში ამბობდა: „არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (), — თუ ის, ასეთი მადლის ღირსქმნილი, ასეთი მრავალი და მაღალი ღვაწლის შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევდა ხორცის დამშვიდებასა და დამონებას, სულის ხელისუფლების ქვეშ მოქცევასა და მისი მბატონობისადმი დამორჩილებას (ხომ იმას აშოშმინებენ, რაც აჯანყებულია და იმას ამონებენ, რაც უღელს იგდებს), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, არანაირი სიკეთე რომ არ გვაქვს, მძიმე ცოდვებით რომ ვართ დატვირთულნი და ამავე დროს დიდ უზრუნველობას რომ ვეძლევით? განა ამ ბრძოლაში ზავი არის? განა თავდასხმის განსაზღვრული დრო არსებობს? ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ და ვუთვალთვალოთ და არასოდეს ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, რადგან დათქმული არ არის, როდის დაგვესხმებიან მტერი და მოწინააღმდეგე. ამრიგად, მუდამ ვიფიქროთ, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენს ცხონებაზე, რათა ამგვარად შევძლოთ როგორც დაუმარცხებელნი ვიყოთ, ისე მტრის მზაკვრობათაგან თავი ავარიდოთ და ღვთისგან მოწყალება მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა...

სრულად ნახვა