მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:12

11. სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე.12. და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას,13. რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
12. და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას,
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.“ ().

1.

ვხედავთ, რომ თავმდაბლობას დიდი სარგებელი აქვს, მაგრამ იგი არსად მოიპოვება ადვილად; ბევრია თავმდაბლური ლაპარაკი, თანაც საჭიროზე მეტად, ხოლო თვით თავმდაბლობა არსად არის. ნეტარი პავლე კი ისე მისდევდა მას, რომ ყველგან მრავალ საბაბს იგონებდა თავისი გონების დასამდაბლებლად. რადგან, როცა კაცმა საკუთარ თავში დიდი წარმატებები იცის და მას თავმდაბლობა სურს, ბუნებრივია, მას ყველაზე მეტად უჭირს თავმდაბლობა; და თვით პავლესაც, კეთილის შეგნებისგან, თითქოს რომელიღაც ნაკადით ატაცებულსა და აღზევებულს, ბუნებრივია, დიდი ძალდატანება...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...რადგან როცა თქვა, რომ „რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ ... არამედ შევიწყალე“ (), ეს დამტკიცებას ემსახურებოდა. და ამბობს: მხოლოდ წყალობა კი არ მივიღე, არამედ „სარწმუნოდ შემრაცხა მე“ (); ესოდენ არ გვმართებს, ამბობს, ეჭვი შევიტანოთ, რომ ღმერთმა იგი შეიწყალა. რადგან არავინ, ვინც ხედავს პატიმარს სამეფო პალატებში მოსიარულეს, ოდესმე ეჭვობს, რომ მან წყალობა მიიღო; სწორედ ამის დანახვა შეიძლებოდა პავლეზეც. რადგან დასტურს საკუთარი თავისგან იღებს და არ რცხვენია, საკუთარ თავს ცოდვილი უწოდოს, არამედ უფრო მეტადაც ხარობს. რადგან სწორედ ასე შეუძლია ყველაზე მეტად აჩვენოს ღვთის მზრუნველობის დიდი სასწაული და ისიც, რომ ასეთი კაცთმოყვარეობის ღირსი გახდა.

და როგორ ხდება, რომ სხვაგან საკუთარ თავზე ამბობს: „სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო“ (), აქ კი ამბობს, ცოდვილი ვარო, თანაც ცოდვილთა შორის პირველი?...

სრულად ნახვა