მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:16

15. და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,17. რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().

1.

ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც ასე უყვარდათ და თვითონაც ასე უყვარდა, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ მადლიერებას ვერ ვგრძნობთ, თუ გარდაცვლილებთან ახლო ჟამს მოვაკლდით....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...ილთა.

სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს

და ჩუენცა რაჟამს მწვალებელთა ვეტყოდით, ესრეთ შევიჭურვოდით, რამეთუ „ყოველი წერილი საღმრთო არს და სარგებელ სულისა სწავლად და მხილებად, რაჲთა სრულ იყოს კაცი ღმრთისაჲ ყოვლისა კეთილისა მიმართ“, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი, და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაჲ არა აქუნდეს? ანუ მოწყალებაჲ აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩუენებლობით კაცთათჳს? ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს, ანუ თუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყუარებაჲ აქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?

„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებ...

სრულად ნახვა