...ეუბნება: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ ().
[იმიტომ, რომ მის დიდ სათნოებას იცნობდა; იმიტომ, რომ ცხოვრებაში დიდი სიზუსტე ჰქონდა; და სწორედ ამის მცოდნე წერილში ამბობს: „სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ ()2. ხოლო რომ მეტად მკაცრი მარხვაც ჰქონდა, ამას ცხადყოფს სიტყვა: „ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე ... ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“ (); სხვა საკითხებთან ერთად ამის შესახებაც მისწერა, რადგან ეს მის მიერ აღსრულებულად რომ არ სცოდნოდა, არც დაწერდა და არც მოწაფეს უბრძანებდა ასეთ რამეს.] ამიტომ, რადგან მაშინ წარმართთაგან ბევრი მოდიოდა და ნათელს იღებდა, ამბობს: ნუ მიიყვანთ ახალნერგს მაშინვე მმართველობის სიმძიმეში, ესე იგი ახლად დამოძღვრილს. რადგან თუ მოწაფედ გახდომამდე სწრაფად მოძღვრად იქცევა, უგუნურებაშიც ვარდება; თუ, ვიდრე მორჩილება ისწავლოს, მმართველთა შორის აღმოჩნდება, თავს იბერავ...