მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:6

5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.“ ().

1.

პირველ ეპისტოლეში ამბობდა, რომ „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან" (); და კვლავ, იმავე ეპისტოლეში, სხვა ადგილას წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგში მსგავსი რამ მოხდება. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...გონებს, რომ ასეთებს განერიდონ. რადგან ამბობს: „რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად" ().

2.

ხედავ, რომ ისინი ძველი მოტყუებით სარგებლობენ, იმ იარაღით, რომელიც ეშმაკმა ადამის წინააღმდეგ გამოიყენა? ამბობს: „რომელნი შევლენან სახლებსა“ (). იხილე, როგორ გამოაჩინა მათი ურცხვობა სიტყვით „რომელნი შევლენან“ ()? უპატიობას, მოტყუებას, ლიქნს? და კიდევ: „და გამოსტყუენვენ დედათა“ (). ამგვარად, ვინც ადვილად ტყუვდება, სუსტი დედაკაცივით არის და კაცობრივ სიმტკიცეს შორსაა. მოტყუება კი ქალების საქმეა, უფრო სწორად, არც ქალები...

სრულად ნახვა